მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი? / rogor movamzadot fenovani comi?
2015-04-20, 4:24 AM |
ფენოვანი ცომის სახლში მომზადება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მის გარეშე კი ბევრი ჩვეთვის საყვარელი ცომეული კერძისა თუ დესერტის გამოცხობა წარმოუდგენელია! გაეცანით ფენოვანი ცომის მომზადების მარტივ წესს და შეუდექით ცხობას ;)
პირველ რიგში მოიმარაგეთ: 1.2 კილოგრამი ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 180 გრამი კარაქი, 500 მილილიტრი ნელთბილი წყალი(ან რძე) და 1 ჩაის კოვზი მარილი.
მოათავსეთ 1 კილოგრამი ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაასხით წყალი, ჩატეხეთ კვერცხი და მოაყარეთ მარილი. ურიეთ ეს ინგრედიენტები რბილი ცომის მიღებამდე.
ფენოვანი ცომი
მოათავსეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბტყელეთ 20×40სმ ზომის ოთხკუთხედად. გამოიყენეთ სუფრის დანა და ცომის ნახევარს ალაგ-ალაგ მოაცხეთ კარაქი.
ფენოვანი ცომი
ზემოდან გადააკეცეთ ცომის უცხიმო ნახევარი და მოაყარეთ ფქვილი.
ფენოვანი ცომი
ხელახლა გააბრტყელეთ ცომი და გაიმეორეთ იგივე პროცედურები მანამ, სანამ კარაქი არ გამოგელევათ(დაახლოებით 5-ჯერ).
ფენოვანი ცომი
ბოლოს მიღებული ცომი ერთხელ გადაკეცეთ სიგრძეზე და რამოდენიმეჯერ სიგანეზე. შემდეგ შეფუთეთ კულინარიული ცელოფნით და შედგით საყინულეში 20 წუთით ან მაცივარში 1 საათით.
თქვენი ფენოვანი ცომი ხაჭაპურის, ლობიანის, ღვეზელებისა თუ ცომეული დესერტების მოსამზადებლად მზადაა!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |