Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი სამარხვო კერძი – ბადრიჯანი ნიგვზით მეორენაირად / gemrieli samarkhvo kerdzi - badrijani nigvzit meorenairad
2015-04-14, 3:48 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრამი ბადრიჯანი
250 გრამი ნიგოზი
3 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
3-4 სუფრის კოვზი წყალი
100 მილილიტრი ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებისამებრ
მწვანილი და ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად

მომზადების წესი:
1. ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.
2. გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.
3. დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.
4. დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, badrijani, samzareulo, receptebi, ბადრიჯანი, recepti kulinaria, კულინარია მზარეული რეცეპტები, სამზარეულო ნანახია: 1420 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]