Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი სამარხვო კერძი – ბადრიჯანი პომიდვრით / gemrieli samarkhvo kerdzi - badrijani pomidvrit
2015-04-14, 3:42 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბადრიჯანი 500 გრ.
პომიდორი 300 გრ.
ხახვი 200 გრ.
ნიორი 20 გრ.
ქინძი 20 გრ.
რეჰანი 15 გრ.
მწვანე ან წითელი წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
ზეთი 100 გრ

მომზადების წესი:
1 – ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად. პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით მრგვალ სქელ ნაჭრებად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ნიორი, წიწაკა და მწვანილები დაჭერით წვრილად.
2 – პირველ რიგში, შეწვით ბადრიჯანი ზეთიან ტაფაზე და მომზადებისთანავე გადაიტანეთ ის ცალკე ჭურჭელზე.
3 – იმავე ტაფაში მოშუშეთ ხახვი, პომიდორი და ასევე გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელზე.
4 – შემდეგ, მოათავსეთ ტაფაზე ფენა ბადრიჯანი, მოაყარეთ დაჭრილი ნიორი, მწვანილები, წიწაკა, მოშუშული პომიდორი და ხახვი. შემდეგი ფენები დაალაგეთ იმავე თანმიმდევრობით.
5 – თავდახურული ტაფა მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე და ამზადეთ 5- 6 წუთის განმავლლობაში.
6 – ბადრიჯანი პომიდვრით მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ ზევიდან ცოტაოდენი დაჭრილი ხახვი, მწვანილები და წიწაკა.
7 – მოცემული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ თბილ ან ცივ მდგომარეობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, badrijani, samzareulo, receptebi, ბადრიჯანი, recepti kulinaria, კულინარია მზარეული რეცეპტები, სამზარეულო ნანახია: 1689 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]