Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბატკნის ნეკნები დამბალხაჭოსა და პიტნის სოუსით, სატაცურის და გამომშრალი პამიდორის გარნირით — გვანცა ჯინორიას კერძი
2019-07-14, 7:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
600გრ. ბატკნის ნეკნი
2ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი
2ს/კ დიჟონის მდოგვი

მარინადი:
15გრ. ბაზილიკის ფოთოლი
10გრ. ოხრახუშის ფოთოლი
1ს/კ ბექონდარას ფოთოლი
2კბილი ნიორი
35გრ. გრამი პარმეზანი
80გრ. ღუმელში გახუხული ტოსტის პური
2ს/კ გამდნარი კარაქი

სოუსი:
100მლ. 35%-იანი ნაღები
30გრ. წმინდად გახეხილი დამბალხაჭო
ახლადდაფქული შავი პილპილის მარცვალი
1 პატარა კბილი ნიორი
20გრ. პიტნა
2ს/კ ლიმონის წვენი
წითელი წიწაკა გემოვნებით

გარნირი:
100გრ. სატაცური
50გრ. გამომშრალი პამიდორი
30გრ. პინოს თესლი
1 კბილი ნიორი
3ს/კ ზეითუნის ზეთი
2ს/კ ლიმნის წვენი
1ჩ/კ მარილი
ახლადდაფქული შავი პილპილი
10გრ. წმინდად დაფქული დამბალხაჭო
ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:
მოამზადეთ მარინადი, დააჩოფერეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, წაუსვით ნეკნებს ყველა მხრიდან
და გააჩერეთ მაცივარში 2 საათი.
გამოცხობამდე 30 წუთით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე. ძვლებზე შემოახვიეთ ალუმინის ფურცელი. გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე და შეწვით ნეკნები 25-30 წუთის განმავლობაში.
ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ნეკნებს გადააფარეთ ალუმინის ფურცელი და გააჩერეთ 15 წუთი.

ამასობაში მოამზადეთ გარნირი და სოუსი:
სატაცურს დაუმატეთ დაჭრილი გამომშრალი პომიდორი, პინოს მარცვალი და გახეხილი ნიორი.
ცალკე აურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და მოასხით სატაცურს.
საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ალუმინის ფურცელი, შემდეგ საცხობი ფურცელი და გაანაწილეთ სატაცური. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200°-ზე. თეფშზე მოაყარეთ დაფქული დამბალხაჭო და ლიმონის ცედრა.

სოუსი:
შეაცხელეთ ნაღები და დაუმატეთ წმინდად გახეხილი დამბალხაჭო, ლიმონის წვენი და პილპილი (არ აადუღოთ). გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ წვრილად ჩაკეპილი პიტნა, გახეხილი ნიორი და მოაყარეთ წითელი წიწაკა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: batknis xorci, კარაქი, batknis khorci, ბაზილიკი, kulinaria, ბატკნის ხორცი, ნეკნები, ოხრახუში, დამბალხაჭო, ლიმონი, ნიორი, მდოგვი, წიწაკა, ნაღები, ბექონდარი, batknis nekni, პიტნა, ბატკნის ნეკნი, batknis neknebi, batkani, პარმეზანი, სატაცური, recepti, პამიდორი, ბატკანი ნანახია: 1443 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]