Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხილის სალათა ლიმონის კრემით / khilis salata limonis kremit
2013-09-22, 10:45 PM
www.auf.ge -


ამ სალათის მოსამზადებლად ნებისმიერი ხილი გამოდგება, მთავარია, კარგად ეხამებოდეს ერთმანეთსა და ლიმონისარომატიან კრემს.

შემადგენლობა:
მარწყვი - 100 გრ
კივი - 100 გრ
ყურძენი - 100 გრ
ვაშლი - 100 გრ
ბანანი - 100 გრ
ლიმონი - 1
არაჟანი - 400 გრ
ნაღები 32% -36%-იანი - 100 მლ
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
პიტნა

მომზადების წესი:
ლიმონი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.

ხილი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.

არაჟანი და ნაღები ვანილიან შაქართან ერთად ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე, დავამატოთ ლიმონის ცედრა და წვენი. თუ კრემის სიტკბო არ გვაკმაყოფილებს, შეგვიძლია დავამატოთ შაქრის პუდრა გემოვნებით.

ხილი გავანაწილოთ ჭიქებში, მოვასხათ კრემი და 30 წუთით მაცივარში შევდგათ. მირთმევის წინ მოვრთოთ პიტნის ფოთლებით




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნაღები, მარწყვი, არაჟანი, კივი, ბანანი, ხილი, ლიმონი, kulinaria, salata salatebi, ვაშლი ნანახია: 1618 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]