Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ტრიუფელები ჯეიმი ოლივერისგან / shokoladis triufelebi jeimi oliverisgan
2013-09-23, 0:45 AM
www.auf.ge -

ეს გემრიელი ტრიუფელები მარტივად მზადდება და არაჩვეულებრივი საჩუქარია საყვარელი ადამიანებისთვის. ლამაზ კოლოფში ქაღალდი ჩააფინეთ, ტრიუფელებით ამოავსეთ და ბაფთით შეკარით - ასეთ საჩუქარზე უარს არავინ იტყვის.

შემადგენლობა:
შავი შოკოლადი - 250 გრ
ნაღები 32% -36% - 125 გრ
კარაქი - 25 გრ
მარილი - დანის წვერით
დაფქული ჩილი - მწიკვი
თხილი - 1 მუჭა
კაკაო - 50 გრ

მომზადების წესი:
შეარჩიეთ ხარისხიანი, კარგი შოკოლადი, 70% კაკაოს შემცველობით.
წვრილად დაჭერით შოკოლადი.
გააცხელეთ ნაღები, ჩაამატეთ შოკოლადი და კარაქი. დატოვეთ რამდენიომე წუთი, რომ შოკოლადი მთლიანად გადნეს, დრო და დრო ამოურიეთ. ჩაამატეთ ცოტაოდენო მარილი და დაფქული ჩილი. ეს მეტ პიკანტურობას და არომატს შესძენს შოკოლადს. კარგად აურიეთ, რომ ერთგავროვანი მასა მიიღოთ. თუ გსურთ, ცოტაოდენი ალკოჰოლიც დაამატეთ, მაგალითად 1 კოვზი ვისკი, კონიაკი, რომი...
შედგით მაცივარში მინიმუმ 2-3 საათით.

თხილი მოხალეთ და დაფქვთი. ჩაყარეთ ჯამში. მეორე ჯამში კაკაო მოათავსეთ.
სპეციალური ან ჩაის კოვზის დახმარებით შოკოლადის განაშისგან პატარა ბურთულები გააკეთეთ. ნაწილი კაკაოში ამოავლეთ, ნაწილი კი დაფქულ თხილში.
მირთმევამდე მაცივარში შეინახეთ.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shokoladis triufeli, შოკოლადის ტრიუფელები, kulinaria, tkbileuloba, თხილი, shokoladi, შოკოლადი, ნაღები, triufelebi, ტრიუფელი ნანახია: 1855 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]