Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარტივად მოსამზადებელი შოკოლადის სოუსი / martivi shokoladis sousi
2014-07-03, 8:04 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შესქელებული რძე - 175 გრ
შავი შოკოლადი - 100 გრ

მომზადების წესი:
შექელებულ რძეში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და შევათბოთ, ორიოდე წუთი დავტოვოთ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ. შოკოლადი რომ მთლიანად გადნება და ერთგვაროვან მასას მივიღებთ, გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და მივირთვათ სასურველ დესერტთან.
დარჩენილი სოუსი კარგად ინახება მაცივარში, თავდახურული, მაგრამ სქელდება. ამიტომ, ხელახალი გამოყენების წინ მიკროტალღურში ან ორთქლის აბაზანაზე უნდა შევათბოთ, რათა გათხელდეს.
შეგვიძლია ცოტა მარილი დავამატოთ, შოკოლადს უხდება.
ასევე, სხვადასხვა არომატის შოკოლადით შეგვიძლია სოუსიც გავამრავალფეროვნოთ. მაგალითად, გამოვიყენოთ შოკოლადი პიტნით და 2-3 ფოთოლი დაჭრილი პიტნა ჩავამატოთ, ან წიწაკიანი შოკოლადით მოვამზადოთ პიკანტური სოუსი.

სასურველია უშაქრო შესქელებული რძის გამოყენება (სუპერმარკეტებში იყიდება) თუმცა შაქრიანითაც შეგვიძლია მოვამზადოთ, უბრალოდ, ძალიან ტკბილი იქნება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, shesqelebuli rdze, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, shokoladi, receptebi, შესქელებული რძე, შოკოლადი ნანახია: 1491 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]