Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი „რაფაელო“ / torti - rafaelo
2013-03-22, 9:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის:
400 გრამი ფქვილი,
100 გრამი შაქარი,
100 გრამი არაჟანი,
100 გრამი მარგარინი,
2 კვერცხი,
1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი,
1 ჩაის კოვზი სოდა.

კრემისთვის:
700 მლ რძე,
300 გრამი ნაღების კარაქი,
300 გრამი შაქარი,
50 გრამი ქოქოსის ფანტელები,
6 კვერცხი,
ვანილი,
4 სუფრის კოვზი ფქვილი,
4 სუფრის კოვზი სახამებელი.

მომზადების წესი:
გავთქვიფოთ დარბილებული მარგარინი, შევურიოთ არაჟანი, კვერცხი და შაქარი ცალკე ავთქვიფოთ და დავამატოთ მარგარინს. დავამატოთ ფქვილ, გამაფხვიერებელი, სოდა, მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ სიცივეში 1 ღამის განმავლობაში.
ცომი გავყოთ 4 ნაწილად, გავაბრტყელოთ გამოსაცხობი ფორმის მიხედვით და გამოვაცხოტ 1800 ცელსიუსზე.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ფქვილი, სახამებელი, ვანილი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ კვერცხი, ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ რძე. დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ, განუწყვეტლივ ვურიოთ, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 2 წუთი, შემდეგ გავაცივოთ.
კარაქი ავთქვიფოთ და შევათქვიფოთ ჩვენს მიერ მომზადებული კრემი.
თითოეულ გამომცხვარ ფენას წავუსვათ კრემი და დავფაროთ ქოქოსის ფანტელებით.
მომზადებიდან 6 საათის განმავლობაში დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ შევდგათ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gamomcxvari, torti, kulinaria, tortebi, tkbileuloba, ტორტი რაფაელო, receptebi, comeuli, torti rafaelo, raffaelo ნანახია: 2503 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]