Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი — შოკოლადის ანარქია / torti — shokoladis anarqia
2019-12-21, 2:11 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
5 კვეცხისაგან მომზადებული ბისკვიტი
30-40- მლ დასანამი სირიფი

თეთრი კრემისათვის:
0.5 ლ რძე
2 ს/კ ფქვილი
3 ს/კ შაქარი
150გრ კარაქი
½ ქილა ..სგუშონკა..

შოკოლადის კრემისათვის:
3 კვეცხის ცილა
100გრ შაქარი
30 მლ წყალი
200მლ ნაღები
110 გრ შოკოლადი

მომზადების წესი:
თეთრი კრემი:
რძეში გახსენით ფქვილი, შაქარი და ნელ ცეცხლზე მოადუღეთ.
ათქვიფეთ კარაქი, თითო კოვზობით დაუმატეთ გაგრილებული ფაფა.
როცა მორჩებით ფაფის შეთქვეფას. ასევე თანდათანობით შეათქვიფეთ ,,სგუშონკა,,
მზა კრემს დაუმატეთ ვანილის ესენცია.

შოკოლადის კრემი:
კვერცხის ცილა გათქვიფეთ მყარ პიკეებამდე.
ათქვეფილ ცილაში ჩაასხით ცხელი შაქრის სიროფი, წვრილ ზოლად.
ნაღები გათქვიფეთ და დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი.

ტორტის აწყობა:
ბისკვიტი დაჭერით 2 სმ სისქის ზოლებად.
ჩააფინეთ ჯამში კულინარული ცელოფანი, ამოფინეთ ჯამის ძირი და გვერდები ბისკვიტის ზოლებით. დანამეთ.
გადაუსვით თეთრი კრემი, დააფარეთ ბისკვიტის ზოლებით.
გადმოუკეცეთ ცელოფნის ნაპირები და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით, გაცივებული ტორტი ცელოფნის დახმარებით ამოიღეთ ფორმიდან, მოათავსეთ თეფშზე.
ზემოდან გადაუსვით შოკოლადის კრემი, მორთეთ როგორც გენებოთ.
თეთრ კრემში ხილი ან შოკოლადის მარცვლები შეგიძლიათ ჩაამატოთ. მე რამდენიმე ცალი მაყვალი ჩავამატე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: შოკოლადი, ანარქია, anaqia, kremi, recepti, კულინარია, რეცეპტები, რეცეპტი, ბისკვიტი, receptebi, ტორტები, chocolate anarchy, კრემი, kulinaria, ტორტი, biskviti, torti, shokoladis anarqia, შოკოლადის ანარქია, shokoladi, tortebi ნანახია: 888 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]