Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ტორტი ნიგვზით / shokoladis torti nigvzit
2013-03-31, 1:54 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 8 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
ლიმონი - 1 ცალი
ორცხობილა - 90 გრამი
კარაქი - 270 გრამი
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
კაკაოს ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი, ლიქიორი ან კონიაკი - გემოვნებით

მომზადების წესი:
8 კვერცხის გული გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად გათეთრებამდე. თანდათან დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 2,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი და 60-70 გრამი თეთრი ორცხობილა (სამი სადილის კოვზი), ჩავასხათ ერთი ლიმონის წვენი, ცილები კარგად გავთქვიფოთ, სანამ თეთრი "ღრუბლის" სახეს არ მიიღებს და ესეც ფრთხილად შევურიოთ ცომში. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟანის სისქის.

ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც წასმული ექნება კარაქი (20 გრამი) და მოყრილი ექნება ორცხობილას ფქვილი (20 გრამი); ჩავასხათ ცომი და შევდგათ ღიმელში გამოსაცხობად (40-45 წუთი).

როცა გაგრილდება, ფორმა გადმოვატრიალოთ, გამოვიღოთ ბისკვიტი, გავჭრათ შუაზე, ჰორიზონტალურად; წავუსვათ ერთ ფენას შოკოლადის კრემი, მოვრთოთ ამავე კრემით (სპეციალური ტორტის მოსართავით) და ალაგ-ალაგ დავაწყოთ ნიგვზის ლებნები.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 250 გრამი კარაქი მიქსერით გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ცოტა ვანილი და თანდათანობით შევათქვიფოთ ერთი კოლოფი შესქელებული რძე, 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 2 კოვზი ლიქიორი ან კონიაკი და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ ერთგვაროვან, ჰაეროვან მასას არ მივიღებთ.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნიგოზი, torti, tortebi, nigozi, shokoladi, შოკოლადის ტორტი ნიგვზით, shokoladis torti nigvzit, შოკოლადი, ტორტები, ტორტი ნანახია: 2135 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]