Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი - მთვრალი ალუბალი / torti - mtvrali alubali
2014-04-18, 0:30 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
ფქვილი - 100 გრ
შაქრის პუდრი - 50 გრ
დარბილებული კარაქი - 65 გრ
კვერცხი - 4
კაკაო - 25 გრ
შაქარი ბეზესთვის - 90 გრ

კრემი:
გაყინული ალუბალი - 150 გრ (უკურკო ან შემდეგ გამოაცალეთ)
ნაღები 35% - 270 გრ
შოკოლადი - 250 გრ
ბრენდი - 100 მლ
გარგრის ან ფორთოხლის ჯემი - 2 ს.კ.

მინანქარი:
შოკოლადი - 100 გრ
ნაღები - 80 გრ

მომზადების წესი:
2ფორმა 9X22X7

გაყინული ალუბალი გადავიტანოთ საწურზე და გავადნოთ. ჩავყაროთ ქილაში, დავასხათ ბრენდი და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე 24 საათი მინიმუმ, ისე კი უმჯობესია 2-3 დღე.

გამოცხობის დღეს, ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, კექსის მართკუთხა ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

ფქვილი და კაკაო გავცრათ. ავთქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრა. შევათქვიფოთ კვერცხის გულები. მასა უნდა გახდეს მსუბუქი და ჰაეროვანი.

ცალკე თასში ცილებისგან მოვამზადოთ ბეზე: ავთქვიფოთ ცილა და ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი. საბოლოოდ უნდა მივიღოთ მყარი ბეზე.

ბეზე ფრთხილად შევურიოთ კარაქიან მასას. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კაკაო. გადავიტანოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ დაახლ. 45-60 წუთი. გამოვიღოთ ბისკვიტი, ცოტა გავაგრილოთდა ფორმიდან ამოვიღოთ. გადავაბრუნოთ გვერდზე და ისე გავაციოთ 4 საათი მაინც.

თუ თავი ამობურცულია მოვაჭრათ, რომ თანაბარი ზედაპირი ჰქონდეს.

ბისკვიტს ავაჭრათ 1 სმ სისქის ფენა და გადავინახოთ. შემდეგ ამოვაჭრათ გული ისე, რომ 1 სმ სისქის გვერდები და ძირი დარჩეს. ჩავდოთ ისევ იმ ფორმაში, სადაც გამოცხვა და დავნამოთ იმავე ბრენდით, რაშიც ალუბლებია.

ალუბლები საწურზე დავწუროთ.

შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე. ნაღები ავთქვიფოთ და შევათქვიფოთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი. შევურიოთ ალუბლები. ამოვავსოთ კრემით ბისკვიტი.

დავაფაროთ ბისკვიტის ფირფიტა და რამდენიმესაათი მაცივარში გავაჩეროთ.

შემდეგ ამოვიროთ ფორმიდან, გარშემო და ზემოდან გადავუსვათ ჯემის თხელი ფენა და ზემოდან მოვასხათ მინანქარი.

მინანქრისთვის ნაღები და შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ. კარგად ავურიოთ რომ ერთგვაროვანი გახდეს, ცოტა გავაგრილოთ და მოვასხათ.

თუ ამდენი მანიპულაცია გეძნელებათ, უბრალოდ დაჭერით ბისკვიტი ფენებად, დანამეტ ალუბლიანი ბრენდით, წაუსვით კრემი და ტორტი მზადაა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tkbileuli, torti, მთვრალი ალუბალი, mtvrali alublebi, tortebi, მთვრალი ალუბლები, ტორტები, kulinaria mzareuli receptebi, mtvrali alubali, ტორტი ნანახია: 2586 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]