Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სახლში მომზადებული მარშმელოუ - ზეფირი / sakhlshi momzadebuli marshmelou - zefiri
2014-04-18, 0:32 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ანადუღარი, გაგრილებული წყალი - 1 ჭიქა
ჟელატინი - 30 გრ
შაქარი - 2 ჭიქა
თაფლი - 160 გრ ან სიმინდის სიროფი
მარილი - 1/4 ჩ.კ.
შაქრის პუდრი - 1/2 ჭიქა
სიმინდის სახამებელი - 1/2 ჭიქა

მომზადების წესი:
ამ რეცეპტისთვის სრულიას საკმარისია მაღაზიის იაფფასიანი თაფლი.
ჟელატინს დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და დავდგათ გასაფუებლად 30 წუთით.
დანარჩენი ინგრიდიენტები, სახამებლისა და პუდრის გარდა, მოვათავსოთ ქვაბში და ავადუღოთ, თან გამუდმებით ვურიოთ შაქრის სრულ გადნობამდე.
ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე და ვხარშოთ 8 წუთის განმავლობაში.
ეს ადუღებული მასა ფრთხილად დავასხათ ჟელატინს, თან მიქსერით ვთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე, შემდეგ საშუალო სიჩქარეზე კიდე 2 წუთი და ბოლოს მაღალ სიჩქარეზე სრულ გასქელებამდე და გათეთრებამდე.
ყალიბს ჩაუფინოთ პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც ძალიან თხლად გადავუსვამთ კარაქს. გადავიტანოთ გასქელებული მასა და 6 საათით გავაჩეროთ მაცივარში..
მაგიდაზე მოვაყაროთ სახამებლის და შაქრის პუდრის ნარევი, ზედ გადმოვაბრუნოთ მარშმელოუ, მოვაცალოთ ქაღალდი და სველი დანით ან მაკრატლით დავჭრათ.
ნაჭრები სათითაოთ ამოვავლოთ სახამებლისა და პუდრის ნარევში.

თუ ფერადი ზეფირის გაკეთება გვსურს, უკვე გასქელებულ მასას შევურიოთ საღებავი და დამატებით ვთქვიფოთ, სანამ ფერი მთლიანად არ გაიხსნება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tkbileuli, torti, მთვრალი ალუბალი, mtvrali alublebi, tortebi, მთვრალი ალუბლები, ტორტები, kulinaria mzareuli receptebi, mtvrali alubali, ტორტი ნანახია: 1933 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]