Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარამელის ტორტი / karamelis torti
2019-02-14, 3:02 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ყავისფერი შაქარი 185 გ
ხორბლის ფქვილი 340 გ
კაკაო-ფხვნილი 33 გ
ნაღების კარაქი 165 გ
კვერცხის ცილები 144 გ
კვერცხის გული 11 ცალი
შაქარი 520 გ
მოლაზი (კარამელის სიროფი, აქვს ოქროს ფერი. იგი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში ნაყინის და ჯემების წარმოებისთვის) 75 გ
ნაღები 632 გ
ფუნდუკი 100 გ
ფორთოხლის ცედრა 7 გ
მსხალი 600 გ
ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ.
ჟელატინი 12 გ
რძე 180 გ
სახამებელი 5 გ
წყალი 157 მლ
მარილი 1 გ

მომზადების წესი:
დაიწყეთ ბისკვიტის მომზადებით. გაცერით 69 გ ხორბლის ფქვილი და 33 გ
კაკაოს ფხვნილი. ათქვიფეთ 7 კვერცხის გული 120 გ ყავისფერ შაქართან ერთად, ცალკე ათქვიფეთ 5 ცილა დარჩენილ შაქართან ერთად. აკურატულად შეურიეთ ათქვეფილი ცილები და გულები ერთმანეთს.
კვერცხიან მასას დაუმატეთ კაკაოიანი ფქვილი. ნელ-ნელა ჩაასხით 45 გ გამდნარი კარაქი. ცომი ფორმაში გადაიღეთ (22–24 სმ დიამეტრის) და აცხვეთ 160 გრადუსზე. ბისკვიტი შეამოწმეთ ჩხირის ჩარჭობით. დააცადეთ გაგრილება, შემდეგ შემოახვიეთ საკვები ცელოფანი და შედეთ მთელი ღამით მაცივარში.
მოამზადეთ კარამელის პასტა. შეურიეთ 125 გ შაქარი, 75 გ ნეკერჩხლის სიროფი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს. 205 გ ცხელი ნაღები ჩაასხით სიროფში და სწრაფად მოურიეთ. დაუმატეთ 20 გ ნაღების კარაქი და ბლენდერით ათქვიფეთ. მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.
მოამზადეთ თხილის და ფორთოხლის შტრეიზელი. დაფქვით თხილი, დაუმატეთ 100 გ ხორბლის ფქვილი, 2 გ ფორთოხლის ცედრა, 1 გ მარილი, 100 გ შაქარი, 100 გ ნაღების კარაქი. მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთბისკვიტის დიამეტრზე, გადააკარით საკვები ცელოფანი და შედეთ მაცივარში2-3 სთ. გამოაცხვეთ ღუმელში 25 წთ, 160 გრადუსზე.თასში ჩაყარეთ 25 გ შაქარი, ჩააგდეთ 1 ღერი ვანილი, 5 გ ცედრა ფორთოხლის და ხარშეთ, კარამელის მიღებამდე. გაფცქვენით მსხალი, დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ კარამელი. შეათბეთ ცეცხლზე 2 წთ.
გააკეთეთ კარამელის მუსი. 8 გ ჟელატინი დაალბეთ წყალში. 120 გ შაქრით გააკეთეთ კარამელი და ჩაასხით 50 გ ცხელი წყალი. 4 კვერცხის გული შეურიეთ 20 გ შაქარს და ძალიან ნელა, ჩაასხით 180 მლ ცხელი რძე. დაუმატეთ კარამელი, დადგით ცეცხლზე და გააკეთეთ კრემი. დაუმატეთ ჟელატინი, ათქვიფეთ ბლენდერით და შეურიეთ კარამელის კრემი.
გაჭერით ბისკვიტი შუაზე. ორივე ნაწილს წაუსვით კარამელის პასტა. შტრეიზელზე დადეთ ცოტა კარამელის მუსი, ზემოდან დაადეთ ბისკვიტი კარამელიანი პასტით. შემდეგ კვლავ ცოტა მუსი. დადეთ მსხლები, დაასხით დარჩენილი მუსი. მეორე ბისკვიტის ნაწილი ქვემოთ მოაქციეთ. შედეთ 2 სთ საყინულეში.
მოამზადეთ კარამელის მინანქარი. დაალბეთ 4 გ ჟელატინი, გააკეთეთ კარამელი 130 გ შაქრით და დაუმატეთ 107 გ შემთბარი ნაღები. სახამებელი შეურიეთ 107 მლ წყალს და ჩაასხით კარამელში. ადუღეთ 5 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი და გააციეთ. გამოიღეთ საყინულედან ტორტი და მოასხით მინანქარი. მორთეთ შოკოლადიანი ფორთოხლებით.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: shaqari, ტორტი, რეცეპტი, ფუნდუკი, rdze, მსხალი, რძე, tortebi, torti, funduki, kulinaria, nadughi, კულინარია, ჟელატინი, ფქვილი, recepti, ტორტები, კარამელი, ნადუღი, mskhali, fqvili, karameli, msxali, შაქარი, jhelatini ნანახია: 1098 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]