Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ტორტი / qatmis torti
2013-03-06, 3:13 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ც. ქათამი
1 ც. მოზრდილი სტაფილო
2 თავი ხახვი
1 ს/კ ზეთი
1 ჩ/ჭ ბრინჯი
2 ჩ/ჭ წყალი
½ ჩ/კ დაფქვილი ზაფრანა (ყვითელი ყვავილი)
2 ს/კ ზირა
2 ც. კვერცხი
2 კონა კამა, მარილი

მომზადების წესი:
დამუშავებული ქათამი მოხარშეთ მარილიან წყალში, ხორცი მოაშორეთ ძვალს და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. სტაფილო დაჭერით თხელ ფენებად სიგრძეზე, ამოჭერით სხვადასხვა ფიგურები. ხახვი დაჭერით რგოლებად.
გადარჩეულ და ცივ წყალში გარეცხილ ბრინჯს და 4-5 ჯერ გამოუცვალეთ წყალი, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ზაფრანა, ზირა და ამოურიეთ.
ღრმა კარაქწასმულ ტაფაში ფენებად დააწყვეთ სტაფილოსგან გამოჭრილი ფიგურები, ხახვი, ქათმის ნაჭრები, ბრინჯი, დაახურეთ და მიიყვანეთ მზაობამდე (დაბალ ცეცხლზე). ბრინჯზე დაასხით ორი კვერცხი ისე რომ, გულები არ გასკდეს. კვლავ დაახურეთ კვერცხის მომზადებამდე.
შემდეგ ოდნავ შეაგრილეთ, მოხსენით კვერცხი, ტაფა გადმოაბრუნეთ ლანგარზე (კერძი დაუზიანებლად რომ გადმოვიდეს ტაფიდან ოდნავ დააკაკუნეთ ძირზე). ზემოდან დაადეთ კვერცი და გააფორმეთ კამის ღეროებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: koxo | ტეგები: კულინარია, რეცეფტი, torti, qatami, deserti, ქათამი, დესერტი, kulinaria, recepti, ტორტი ნანახია: 1811 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]