Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საოცრად გემრიელი ტორტი ნახევარ საათში - სრული აფროდიზიაკი / saocrad gemrieli torti nakhevar saatshi - sruli afrodiziaki
2017-03-17, 9:45 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
350 გ შავი შოკოლადი
175 გ კარაქი
4 კვერცხი
175 გ ყავისფერი შაქარი
3 ს/კ შაქრის პუდრა
500 მლ ცხიმიანი ნაღები
2 ს/კ თხევადი თაფლი
5 ს/კ შაქარი

ბისკვიტისთვის:
100 გ კარაქი
330 გ შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი

მომზადების წესი:
წაუსვით კარაქი 23 სმ დიამეტრის ღრმა ფორმას.
სამზარეულოს კომბაინში დაფხვენით "პეჩენია" წმინდად, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. ჩატკეპნეთ ხელით და გაუკეთეთ მაღალი კიდეები.
მოათავსეთ მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებთ.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გაადნეთ წყლის აბაზანაზე 200 გ შავი შოკოლადი კარაქთან ერთად. ოდნავ გააგრილეთ.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი 5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გათეთრდება. შეურიეთ გამდნარი შოკოლადის მასას.
გადაიტანეთ ფორმაში, ბისკვიტზე. მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ნამცხვარი ოთახის ტემპერატურაზე.
მინანქრისთვის: პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 150 შოკოლადი, ნაღები, თაფლი და 3 ს/კ შაქრის პუდრა, ურიეთ შეუჩერებლად, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მოასხით მიღებული მინანქარი ტორტს და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: ტორტი, შოკოლადი, shokoladi, მინანქარი, minanqari, recepti receptebi, kulinaria, რეცეპტი რეცეპტები, torti, კულინარია ნანახია: 1445 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]