Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყარაყუმი / karakumi
2014-10-07, 6:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ჭიქა შაქარი
300 გრ. კარაქი
4 კვერცხი
1 ჩ.კ. სოდა ძმრით
ვანილი
1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
1 ჭიქა ხილფაფა (შავი ქლიავის, შინდის და ა.შ. “პავიდლო”)
ფქვილი

მომზადების წესი:
1. ერთ ჭიქა შაქარს დავამატოთ 300 გრამი დარბილებული კარაქი. დავამატოთ 4 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით და იმდენი ფქვილი, რომ მაგარი ცომი გამოვიდეს. როდესაც მაგარ ცომს მოვზილავთ, გავყოთ ის 3 ნაწილად და 1 საათით შევდგათ საყინულეში.

2. ოთხი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და გავაკეთოთ ბეზე. შემდეგ დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, ვანილი, 1 ჭიქა ხილფაფა, 1 ჭიქა დაჭრილი ნოგოზი და კვლავ ავთქვიფოთ.

3. ერთი საათის შემდეგ ცომი გამოვიღოთ საყინულედან. ჯერ ცომის ერთი ნაწილი გავხეხოთ საცხობ ლანგარზე და მოვასხათ გათქვეფილი ჯემიანი მასის ნახევარი; შემდეგ მეორე ნაწილი მოვახეხოთ და კვლავ მოვასხათ ჯემიანი მასა. ბოლოს დავახეხოთ მესამე ნაწილი და შევდგათ გამოსაცხობად.

4. ვაცხოთ 180 გრადუსზე. როდესაც გამოცხვება, გავაცივოთ და სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mzareuli, ნამცხვრები, დესერტი, kulinaria, receptebi, ცომეული, comeuli, მსოფლიო კულინარია, namcxvrebi, პოპულარული რეცეპტები ნანახია: 3227 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]