მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჟოლოსა და ხაჭოს სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი ღვეზელი / jholosa da khachos stsrafad mosamzadebeli ugemrielesi ghvezeli
2017-06-18, 0:10 AM |
შემადგენლობა:
ფენოვანი ცომი – 500 გ
ხაჭო - 500 გ
ჟოლო - 2 ჭიქა
შაქარი - 0,5 ჭიქა
ნაღები - 2 ს.კ.
შაქრის პუდრი - 0,5 ჭიქა
მომზადების წესი:
გაყინული ცომი გაალღვეთ და თხლად გააბრტყელეთ. დადეთ ღუმელის ტაფაზე და გაუკეთეთ გვერდები. შედგით 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
ხაჭო ათქვიფეთ შაქართან და ნაღებთან ერთად ერთგვაროვან კონსისტენციამდე.
სიროფისთვის:1 ჭიქა ჟოლოს დააყარეთ შაქრის პუდრის ნახევარი და დადგით ნელ ცეცხლზე.
გამომცხვარ ფენას წაუსვით ხაჭოს მასა და ზემოდან მოასხით ჟოლოს სიროფი. დაადეთ ღვეზელს დარჩენილი ჟოლო და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |