Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მადამ ბოვარი / madam bovari
2017-06-16, 10:07 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა
1 კგ. კარტოფილი
700 გრ. შერეული ფარში
1 თავი ხახვი
200 გრ. გახეხილი ყველი
200 გრ. მაიონეზი
2 ცალი მოხარშული კვერცხი
1 კბილი ნიორი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1 - კარტოფილი გათალეთ, მრგვლად დაჭერით და მოხარშეთ ან შეწვით.
2 - ამასობაში, ფარში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ტაფაზე მოთუშეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
3 - მაიონეზს დაჭყლეტილი ნიორი და პილპილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. (შეგიძლიათ მაიონეზის ნაცვლად არაჟანი გამოიყენოთ, თუმცა მაიონეზი მეტად ნოყიერია).
4 - დაგჭირდებათ ცეცხლგამძლე ჭურჭელი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭვირვალე ცეცხლგამძლე ლანგარი). პირველ ფენად ფორმის ძირში მრგვლად დაჭრილი მოხარშული/შემწვარი კარტოფილი მოალაგეთ. ზემოდან მოათავსეთ მოთუშული ფარშის ნაზავი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი მოხარშული კვერცხი. შემდეგ, გახეხილი ყველი. თუ ჭურჭელი ღრმაა, შეგიძლიათ, ფენები ამ თანმიმდევრობით კიდევ გაიმეოროთ. ბოლოს, თავზე მოასხით მაიონეზის ნაზავი და მთლიან ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ. ზემოდან მრგვლად დაჭრილი პომიდვრით მორთეთ. შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 15–20 წუთით 200 C-ზე.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: кулинария, receptebi, рецепты, повар, kulinaria, რეცეპტები, mzareuli, მზარეული, კულინარია, მადამ ბოვარი ნანახია: 3000 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]