Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გალეტი პომიდორი ჩერითა და პუნში ტეკილით / galeti pomidori cherita da punshi tekilit
2017-06-16, 10:21 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა
400 გრ. ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1 3⁄20 ლიტრი წყალი
200 გრ. პომიდორი ჩერი
60 გრ. ყველი მოცარელა
ბაზილიკა
3 ცალი პომიდორი
1 კბილი ნიორი
1 ცალი ხახვი
შაქარი
60 მლ. ლიმონის წვენი
70 მლ. ზეითუნის ზეთი
მარილი
100 მლ. ფორთოხლის წვენი
200 მლ. ტეკილა
100 მლ. გრეიფრუტის წვენი
შავი ჩაი
დარიჩინი

მომზადების წესი:
1 - თასში გაცერით 400 გრ. ფქვილი და მოაყარეთ მარილი. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად, დაამატეთ 100-150 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალი და ამოურიეთ. თხევადი მასა დაასხით ფქვილს, მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.
2 - მოამზადეთ ტომატის სოუსი. გაფრცქვენით ხახვი, 1 კბილი ნიორი და დაჭერით წვრილად. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და შებრაწეთ ხახვი. დაჭერით პომიდორი მომცრო კუბიკებად და დაამატეთ დაბრაწულ ხახვს ნიორთან ერთად. მიღებული მასა შეაზავეთ მარილით, ცოტაოდენი შაქრითა და ლიმონის წვენით.
3 - გაჭერით ჩერის პომიდვრები შუაზე და ყველი მოცარელას ბურთულები რამდენიმე ნაწილად. ფქვილიან მაგიდაზე გადმოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ წრის ფორმაზე (30-35 სმ. დიამეტრითა და 5-7 მმ. სისქით). საცხობი ლანგარი დაფარეთ პერგამენტის ქაღალდით და მასზე მოათავსეთ ცომი. ზემოდან კი, წაუსვით ტომატის სოუსი ისე, რომ ცომის კიდეებამდე 3-4 სმ. დარჩეს. ამ ყველაფერს კი, ზემოდან მოაწყვეთ პომიდორი ჩერი და მოცარელას დაჭრილი ბურთულები. აკეცეთ ცომის ნაპირები, ზემოდან მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და საცხობი ლანგარი მოათავსეთ 180° -მდე გაცხელებულ ღუმელში, ვიდრე არ გამოცხვება.
4 - მოამზადეთ პუნში. ადუღეთ 1 ლ. წყალი და დააყენეთ ჩაის ფერი. 200 მლ. ტეკილა ჩაასხით ჭურჭელში და ადევნეთ თვალყური, რომ ადუღებამდე არ მივიდეს. გაწურეთ ნახევარი ლიმონი, 1 ფორთოხალი და გრეიფრუტი. მათი წვენი კი დაასხით შემთბარ ტეკილას. ამ ყველაფერს დაამატეთ ცოტაოდენი დარიჩინი, ჩაის ფერი და 2 ჩ/კ შაქარი. შეათბეთ პუნში, თუმცა არ აადუღოთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, salata salatebi, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, повар, рецепты, receptebi, кулинария ნანახია: 1015 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]