მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბოსტნეულის ბრაწულა - receptebi, mzareuli, kulinaria
2013-01-14, 5:29 PM |
შემადგენლობა:
1 პატარა თავი ბროკოლი
4-5 საშუალო ზომის კარტოფილი
1 დიდი თავი ხახვი
6-7 ცალი პომიდორი ჩერი
1 კონა ქინძი
3 კბილი ნიორი
ორეგანო / შავი პილპილი
1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ინგრედიენტები წინასწარ მოვამზადოთ, კარტოფილი მოვხარშოთ შემდეგ დავჭრათ, ბროკოლი კი მდუღარე წყალში ჩავაყურყუმელაოთ 2-3 წუთით და ისიც დავჭრათ, ასევე პომიდორი, ქინძი და ხახვიც. აქვე პომიდორისგან მოვამზადოთ სოუსი (ან თუ გაქვთ შინ მომზადებულ-კონსერვირებული კარგი იქნება) ჩავასხათ ლამბაქში, დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ნიორი, ხახვი, პილპილი, ორეგანო, მარილი და ზეთისხილის ზეთი.
ავიღოთ მინის ან ფაიფურის საცხობი ყალიბი და პირველ რიგში ჩავასხათ მომზადებული სოუსი, შემდეგ კი ფენა-ფენა დავაწყოთ წინასწარ მომზადებული ბოსტნეული.
ხმელი სუნელები, ქინძი და ხახვიც მოაყარეთ ფენა-ფენა.
გემრიელად მიირთვით
მასალის წყარო: Ratatui.Me
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |