Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის ნეკნები ბარბექიუ სოუსით / ghoris neknebi barbeqiu sousit
2019-10-11, 0:46 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ლიტრი კეტჩუპი heinz
100 გრ. ხახვი
15 გრ. ნიორი
80 გრ. ყავისფერი შაქარი
40 გრ. თაფლი
40 გრ. დიჟონის მდოგვი
10 გრ. ნივრის ფხვნილი
10 გრ. მდოგვის ფხვნილი
10 გრ. ვორჩესტერი
15 გრ. კაიენის წიწაკა
10 გრ. პაპრიკა
0.5 ლიტრი ლუდი
5 გრ. ჯანჯაფილი

მომზადების წესი:
შევურიოთ ერთმანეთს ნივრის ფხვნილი, კაიენის წიწაკა, წითელი წიწაკა, პაპრიკა, მდოგვის ფხვნილი, შავი წიწაკა და მარილი. ეს ნაზავი წავუსვათ ღორის ნეკნებს ყველა მხრიდან. დავალაგოთ ფოლგაზე, ჩავასხათ ლუდი და შევფუთოთ. მოვათავსოთ ღუმელში 2 საათით 160 გრადუს ტემპერატურაზე.

მოვამზადოთ ბარბექიუ სოუსი: დავჭრათ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, მოვბრაწოთ ქვაბში ცოტაოდენ ზეთთან ერთად, დავამატოთ შაქარი (ყავისფერი), თაფლი, მდოგვი, კეტჩუპი და ვორჩესტერის სოუსი. მას შემდეგ რაც ნაზავი ადუღდება, გამოვრთოთ და გავწუროთ.

მომზადებული ნეკნები გადმოვიღოთ ტაფაზე, წავუსვათ ბარბექიუ სოუსი და ისევ დავაბრუნოთ ღუმელში 15-20 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: barbeqiu, ნიორი, Recipe, cooking, Cook, goris neknebi, ketchupi, tafli, recepti, goris xorci, ghoris khoric, mzareuli, ჯანჯაფილი, ghoris neknebi, ღორის ნეკნები, kulinaria, ხახვი, vorchesteri, ბარბექიუ, janjafili, ღორის ხორცი, cookery, barbeque, barbecue, ketchup heinz ნანახია: 1719 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]