მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჯოსპერში გამომცხვარი ღორის ნეკნები / jospershi gamomckhvari ghoris neknebi
2025-04-11, 11:17 AM |
მწვანე ქინძი — 2.5 გრამი
ახალი კარტოფილი — 62.5 გრამი
ჩერი პომიდორი — 12.5 გრამი
მანგოლდი — 7.5 გრამი
ზეითუნის ზეთი — 5 მილილიტრი
ხმელი ქინძის მარცვლები — 0.25 გრამი
შავი წიწაკა — 0.25 გრამი
კარაქი — 12.5 გრამი
ყავისფერი შაქარი — 25 გრამი
თაფლი — 12.5 გრამი
მდოგვი — 12.5 გრამი
კეტჩუპი — 0.25 ლიტრი
ვორჩესტერის სოუსი — 7.5 მილილიტრი
ღორის ნეკნი — 0.25 კილოგრამი
თეთრი ღვინო — 125 მილილიტრი
ნიორი — 2.5 გრამი
თეთრი ხახვი — 25 გრამი
მწვანე ლობიო — 50 გრამი
მომზადების წესი:
პირველ რიგში ღორის ნეკნებს ვამზადებთ ცხობისთვის, ვდებთ საცხობ ლანგარზე ვამატებთ თეთრ ღვინოს და ვაცხობთ 12 საათის განმავლობაში 100 გრადუსზე.
საფეხური 2. მეორე ეტაპზე ვამზადებთ ბარბექიუს სოუს: დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვათავსოთ ქვაბში ზეთთან ერთად და მოვბრაწოთ, შემდეგ დამავატოთ კარაქი, კეტჩუპი, ყავისფერი შაქარი, თაფლი, მდოგვი, ვორჩესტერის სოუსი, ამოვურიოთ ყველა ინგრედიენტს და მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღების შემდეგ გადმოვდგათ და ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ, ამის შემდეგ კი გავწუროთ. სოუსი მზად არის.
საფეხური 3. 12 საათიანი ცხობის შემდეგ ღორის ნეკნები გადავიტანოთ ჯოსპერში კარგად დაბრაწვისთვის, ზემოდან კი ბარბექიუს სოუსი წავუსვათ ყველა მხრიდან. მანამ, სანამ ნეკნები მზადდება მოვამზადოთ გარნირი.
საფეხური 4. გაცხელებულ ტაფაში ვასხამთ ზეთს, გადაგვაქვს ხახვი და ნიორი, შემდეგ ვამატებთ დასუვიდებულ კარტოფილს და მოგვყავს ხახვთან და ნიორთან ერთად, კარტოფილის დაბრაწვის შემდეგ ვამატებთ ბლანშირებულ ლობიოს, ჩერი პომიდორს, ხმელ ქინძს მარილს და ბოლოს გამორთულზე, მანგოლდს და მწვანე ქინძს.
საფეხური 5. გარნირი მზად არის
სერვირება 6. სერვირების ტაფაზე გადაგვაქვს ლობიოს და კარტოფილის გარნირი და ზემოდან ვალაგებთ ჯოსპერში გამომცხვარ ნეკნებს. კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო —60+ წუთი
სირთულე — რთული
კალორიები — 500+
საჭმლის ტიპი — მთავარი კერძი
ავტორისგან — ვერც კი ვიხსენებ დროს, როდის შემიყვარდა კულინარია, ის კი ძალიან ნათლად მახსოვს, როგორი მოწიწებით და ინტერესით ვაკვირდებოდი სამზარეულოში მოფუსფუსე ბებოს და ვთხოვდი, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა სადილის მზადებაში. სწორედ იმ ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ისეთივე სიყვარულით, დისციპლინით და შრომით ვუდგები კულინარიას და მასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას, როგორც მაშინ. ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, ვიცი კიდევ ბევრი კულინარიული თავგადასავალი მელოდება…ყოველთვის მინდოდა რომ დამდგარიყო დრო, როცა შევძლებდი და ქართულ კულინარიაში დიდი გადატრიალების მონაწილე გავხდებოდი, დღემდე ასე მინდა… ნათია ღლონტი, 27 წლის.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |