Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კრამპეტები / krampetebi
2013-03-22, 10:17 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ს.კ. წყალი,
25 გ ნედლი საფუარი,
1 ს.კ. შაქარი,
150 გ ფქვილი,
მწიკვი მარილი,
100 მლ რძე,
1 კვერცხი,
30 გ დამდნარი კარაქი,
50 გ კარაქი – ფორმისა და შეწვისათვის.

მომზადების წესი:
ცოტა თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და დავუმატოთ შაქარი. გავაჩეროთ თბილ ადგილას, სანამ მასა არ გაორმაგდება. თასში ჩავყაროთ ფქვილი და დავუმატოთ მარილი. შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ჩავასხათ რძე და კვერცხი. ავურიოთ ხის კოვზით, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, საფუარი და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. თასს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად დაახლოებით 1 საათით. როდესაც ცომის მასა გაორმაგდება, მზადაა გამოსაცხობად. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი. ზედ დავალაგოთ მეტალის წრის ფორმები (ფხვიერი ნამცხვრის ამოსაჭრელად რომ ვიყენებთ) და შიგ ჩავასხათ დაახლოებით 1 ს.კ. ცომი. როდესაც ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, ფორმები ფრთხილად მოვაშოროთ ცომს და მეორე მხარესაც შევწვათ. მზა კრამპეტებს გადავაფაროთ ფოლგა, სანამ ბოლომდე არ გამოვაცხობთ. მივირთვათ ჯემთან, მურაბასთან ან ნაღებთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, gamomcxvari, kulinaria, რეცეპტები, ცხობა, კრამპეტები, receptebi, გამომცხვარი, cxoba, krampetebi ნანახია: 1361 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]