Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი „გველუკა“

შემადგენლობა:
ორცხობილა (პეჩენია) 0,5კგ.
შაქარი 4–5 ს/კ.
რძე 0,5 ჭიქა
კარაქი 150–200გრ.
კაკაო 2–3 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.

გასაფორმებლად:
შოკოლადის რგოლები 100გრ.
თეთრი შოკოლადი 50გრ.

მომზადების წესი:
კაკაოს დავამატოთ შაქარი, რძე და დვადგათ გაზქურზე, როდესაც მასა წამოდუღდება დავამატოთ კარაქი, ვანილი, ვადუღოთ კიდევ 1 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან , დავამატოთ დაბლენდერებული პეჩენია და კარგად ავუროთ ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ მომზადებულ მასას მივცეთ გველის ფორმა და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 15–20 წუთით. 20 წუთის შემდეგ გველი გამოვიღოთ მაცივრიდან, ტანზე დავალაგოთ შოკოლადის რგოლები, შემდეგ დარჩენილ ადგილებში დავაწვეთოთ გამდნარი თეთრი შოკოლადი, თავზე წავუსვათ თეთრი შოკოლადი, თვალები და ენა კი გავუკეთოთ შავი შოკოლადისგან.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-02-21, 3:34 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, gurmani, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, receptebi, kuharka.ru, mzareli
ნანახია: 1713 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]