Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი „კალიფსო“

შემადგენლობა:

ქოქოსის ფენა:
კვერცხის ცილა 6.
შაქარი 6 ს/კ.
ქოქოსის ფანტელები 100გრ.
პურის ფქვილი 5 ს/კ.
ვანილი 0,5 ჩ/კ.

შოკოლადის ფენა:
კვერცხი 4ც
შაქარი 4 ს/კ.
პურის ფქვილი 4 ს/კ.
კაკაო 2 ს/კ.
გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ.
ვანილი 0,5 ჩ/კ.

კრემი:
რძე 5ს/კ.
კარაქი 250გრ.
კვერცხის გული (ყვითრი) 6ც.
შაქარი 150გრ.
რძე 5 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.

გალაზური (მინანქარი):
შოკოლადი 100–150გრ.
კარაქი 50გრ.
რძე 3 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ქოქოსის ფენის მომზადება:
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ შაქარი, ქოქოსის ფანტელები, ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე.

შოკოლადის ფენის მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელ–ნელა დავამატოთ კვერცხის გული, შემდეგ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და კარგად ავუროთ. მომზადებული მასა დავასხათ პირველ ფენას (ქოქოსის ფენას) შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 25–30 წუთის განმავლობაში.

კრემის მომზადება:
კვერცხის გულს დავამატოთ, შაქარი, ვანილი, რძე და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე შესქელებამდე. მომზადების შემდეგ გავაცივოთ და ავთქვიფოთ დარბილებულ კარაქთან ერთად. მომზადებული კრემი წავუსვათ გამომცხვარ ბისკვიტს და შევინახოთ მაცივარში 1 საათით.

გლაზურის (მინანქარის) მომზადება:
შოკოლადს დავამატოთ 3 ს/კ. რძე, ვანილი, 50გრ. კარაქი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, როდესაც ადუღდება, გადმოვდგათ, ცოტა გავაცივოთ და მოვასხათ ნამცხვარს. ნამცხვარი შევინახოთ მაცივარში 1 საათით შემდეგ დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-02-21, 3:41 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, gurmani, ნამცხვრები, რეცეპტები, kulinaria, ნამცხვარი, samzareulo, receptebi, mzareli
ნანახია: 1898 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]