Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჰოლშტაინური კატლეტი / holshtainuri katleti
2013-04-17, 3:39 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ნაჭერი თეთრი პური,
5 ცალი კვერცხი,
2 ს.კ. გათქვეფილი ნაღები,
750 გ საქონლის ხორცის ფარში,
125 გ კიტრის მწნილი,
1 ს.კ. წვრილად დაჭრილი კამა,
1-2 ს.კ. ერბო ან ზეთი,
2 ს.კ. კარაქი,
1 ს.კ. წვრილად დაჭრილი პრასი,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
პური წვრილად დავფხვნათ, შევურიოთ 1 ცალი კვერცხი, ნაღები და 5 წუთი დავდგათ. დავუმატოთ ხორცის ფარში, მარილი და პილპილი. მასა ოთხად გავყოთ. კიტრი 5 მმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ და ავურიოთ კამა. ფარშის თითოეული გუნდის გულში მოვათავსოთ დაჭრილი კიტრი და გაცხელებულ ცხიმში შევწვათ. კარაქში შევწვათ 4 ჩახლილი კვერცხი და თითოეული მომზადებულ კატლეტებზე მოვათავსოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი პრასი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, ჰოლშტაინური კატლეტი, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, holshtainuri katleti, samzareulo, receptebi ნანახია: 1436 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]