Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფინიკი ბეკონითა და ლურჯი ყველით
2013-02-27, 1:31 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
20 ცალი ფინიკი,
5 ნაჭერი ბეკონი,
120 გ ლურჯი ყველი.
სოუსისთვის – 1/4 ჭიქა ძმარი ბალზამიკო,
2 ს.კ. თაფლი,
მწიკვი მარილი, მწიკვი შავი პილპილი.

მომზადების წესი:
ბეკონის ნაჭრები შუაზე გავჭრათ. ფინიკს ამოვუღოთ კურკა და ყველი ჩავდოთ. ფინიკი ბეკონის ნაჭერში გავახვიოთ და ხის ჩხირებით შევკრათ. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ ფოლგა, ზედ მოვათავსოთ ბადე, ზედ დავაწყოთ მომზადებული რულეტები და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით შევდგათ. სანამ შეიწვება, მოვამზადოთ სოუსი: პატარა ქვაბში ჩავასხათ ძმარი ბალზამიკო, თაფლი, მწიკვი მარილი და შავი პილპილი. სოუსი დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. როდესაც მუქი ყავისფერი გახდება, გადმოვდგათ და მზა რულეტებს მოვასხათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, kerdzebis momzadeba, kulinaria, რეცეპტები, receptebi, ყველი, ფინიკი, gemrieli recepti, ბეკონი, კერძების მომზადება ნანახია: 1738 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]