Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩიზქეიქი სამნაირი შოკოლადით / chizqeiqi samnairi shokoladit
2014-03-15, 7:30 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქვედა ფენისთვის–

150 გ ფხვიერი შოკოლადის ნამცხვარი,
70 გ გამდნარი კარაქი,
0,5 ჩ.კ. დარიჩინი.

გულსართისთვის –

500 გ ნაღების ყველი,
3/4 ჭიქა რძე,
3/4 ჭიქა შაქრის პუდრა,
100 გ გამდნარი შავი შოკოლადი,
100 გ გამდნარი თეთრი შოკოლადი,
100 გ გამდნარი რძიანი შოკოლადი,
1 ს.კ. ჟელატინი,
1,5 ჭიქა ცხიმიანი ნაღები.

მოსართავად –

0,5 ჭიქა ცხიმიანი ნაღები,
1-2 ჩ.კ. შაქრის პუდრა,
100 გ შავი შოკოლადი.

მომზადების წესი:
ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, დავასხათ გამდნარი კარაქი, მოვაყაროთ დარიჩინი. მასა ავზილოთ და ფორმაში ჩავტკეპნოთ. ფორმა 20 წუთით შევდგათ მაცივარში. მოვამზადოთ გულსართი – ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და 25 წუთი დავტოვოთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავადნოთ (არ უნდა ადუღდეს!). ნაღების ყველი გავთქვიფოთ. დავუმატოთ რძე და შაქრის პუდრა. მასა სამ ნაწილად გავყოთ. თითოეულ მათგანს შევათქვიფოთ თითოეული სახის შოკოლადი. არ დაგვავიწყდეს, რომ შოკოლადი უნდა იყოს გამდნარი. თითოეულ ნაწილს დავუმატოთ სამ ნაწილად გაყოფილი ჟელატინი და ცალკე გათქვეფილი ნაღები. მაცივრიდან გამოვიღოთ ფორმა და ჩავასხათ თეთრი შოკოლადის მასა. შევაგრილოთ და შემდეგ რძიანი შოკოლადის მასა დავუმატოთ. როცა ისეც შეგრილდება, დავუმატოთ შავი შოკოლადი და 3-4 საათით შევდგათ მაცივარში. მოსართავი შოკოლადი გავადნოთ, ფოლგაზე დავხატოთ სასურველი ფორმები და კარგად რომ გაცივდება, ფრთხილად მოვაცალოთ ფოლგა. ნაღები კარგად გავაცივოთ და შაქრის პუდრასთან ერთად გავთქვიფოთ. ნაღები წავუსვათ ტორტს, ზემოდან კი შოკოლადით მოვრთოთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: chizkeiki, shokoladi, cheesecake, chizqeiqi, შოკოლადი, ჩიზქეიქი, chiskeiki, chisqeiqi, kulinaria mzareuli receptebi, ჩისქეიქი ნანახია: 2353 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]