Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Cheesecake New-York / ჩისქეიქი ნიუ-იორკი - ალუბლის ჯადოსნური სოუსით...
2014-01-24, 4:26 PM
www.auf.ge -

საჭირო მასალა:
850 გრ ყველი "ფილადელფია"
220 გრ შაქარი(1 ჭიქაზე ცოტა მეტი)
4 ცალი კვერცხი
2 კვერცხის გული
150 გრ რძის ნაღები
5გრ ლიმონის ცედრა
ვანილი,მარილი დანის წვერით
300 გრ "პეჩენია"
130 გრ კარაქი
30 გრ ყავისფერი შაქარი

მომზადება: ბლენდერში კარგად დაფქვილ "პეჩენიას" დავამატოთ დამდნარი კარაქი და ყავისფერი შაქარი. მოვზილოთ კარგად და მასა თანაბრად გავანაწილოთ ყალიბის ძირზე.(თუკი არ გაქვთ "ჩიზქეიქის" ყალიბი გამოიყენეთ ნებისმიერი მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმა,მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს ინგრედიენტები გათვლილია 28-30 სმ დიამეტრის ჭურჭელზე). შევდგათ საყინულეში 1 საათი.

ამასობაში მოამზადოთ კრემი: კვერცხი(4-ცილა და გული +2 გული) და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, დავამატოთ ნელ-ნელა ყველი, რძის ნაღები, ვანილი, მარილი და ლიმონის ცედრა.კრემიც მზად არის, დავასხავთ გაყინულ ბისკვიტს. გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: თუკი გვაქვს სპეციალური ყალიბი შემოვახვიოთ ძირიდან გვერდებზე ვერცხლისფერი ქაღალდი,რადგან ამ "ჩიზქეიქის"საიდუმლო ისაა, რომ ცხვება ორთქლის აბაზანაზე, სხვა შემთხვევაში არ სჭირდება. მაშ ასე, ღრმა საცხობ ფირფიტაზე ანუ "ჟარონაზე", დავასხათ წყალი იმდენი, რომ შიგ ჩადგმული ფორმის ნახევარს მისწვდეს. ჰაერღუმელი გავაცხელოთ 170 გრადუსზე და ვაცხოთ 60-70 წუთი, უფაარო ზუსტად, ვისაც გაქვთ სამზარეულოს თერმომეტრი, კრემის ტემპერატურა თუკი გახდება 70 გრადუსი მზად არის.როცა გამოცხვება გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათი, შემდეგ შემოვაკრათ ყალიბს მემბრანი(ა ნ რაც შეგიზლიათ, ისე რომ მჭიდროდ დაიფაროს ) და მინიმუმ 6 საათი გავაჩეროთ მაცივარში, მზად არის! ძალიან უხდება ხილის სოუსები, ამ შემთხვევაში გამოვიყენე ალუბალი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მარწვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და ა.შ.

რეცეპტი სუსისთვის უცვლელია,მხოლოდ ხილს ვცვლით.

დაგვჭირდება:
300გრ+300გრ ალუბალი(სულ 600გრ)
60 გრ შაქარი
ნახევარი ფორთოხლის წვენი
1/4 ჭიქა ლიქიორი(ფორთოხლის)

მომზადება მარტივი:300 გრ ალუბალს მოვაყაროთ შაქარი,დავასხათ ფორთოხლის წვენი და ვადუღოთ 10 წუთი, სანამ გადმოვდგავთ ჩავამატოთ ლიქიორი. რომ გაცივდება ავთქვიფოთ კარგად ბლენდერში. გადმოვიტანოთ ლამაზ ჭურჭელში და დავუმატოთ 300 გრ ალუბალი. მივართვათ სუფრაზე "ჩიზქეიქთან" ერთად. უგემრიელესია! გემრიელად მიირთვით!!!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinaria mzareuli, სოუსი, ალუბალი, ნიუ-იორკი, chisqeiqi, sousi, ჯადოსნური, Cheesecake New-York, ჩისქეიქი, alubali ნანახია: 2395 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]