Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნივრის სოუსი ჩეხურად / nivris sousi chekhurad

შემადგენლობა:
10 გრ ცხიმი (ორიგინალურ რეცეპტში სალა წერია, მაგრამ მე კარაქი გამოვიყენე)
1 (არა თავმობმული) ს.კ. ფქვილი
30 გრ ხახვი
3-4 კბილი ნიორი
200 გრამი რძე
1 ს.კ. ლიმონის წვენი
10 გრ შაქარი
მარილი - გემოვნებით
50 გრ თეთრი ღვინო (ეს ჩემი იდეა იყო, შეგიძლიათ ღვინის გარეშეც გააკეთოთ)

მომზადების წესი:
გაადნობთ ცხიმს, დაუმატებთ ფქვილს და კარგად აურევთ.
დაამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვსა და გახეხილ ნიორს და შუშავთ მზადყოფნამდე.
ამატებთ რძესა და შაქარს და დაბალ ცეცხლზე ადუღებთ 20 წუთით, თან მუდმივად უნდა ურიოთ.
'შუა გზაზე' უმატებთ თეთრ ღვინოს (თუ სურვილი გაქვთ, თუ არა - ეს პუნქტი გამოტოვეთ).
ბოლოს უმატებთ ლიმონსა და მარილს და სოუსიც მზადაა.

ძალიან გემრიელია ქათმის ხორცთან, განსაკუთრებით თუ გარნირად შემწვარი კარტოფილია.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2016-10-12, 10:19 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: ნიორი, სოუსები, სოუსი, niori, sousebi, nivris sousi, ნივრის სოუსი, sousi, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinaria mzareuli receptebi
ნანახია: 1482 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]