Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კლასიკური სერბული აივარის სოუსი / klasikuri serbuli aivaris sousi
2018-04-07, 3:13 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1,5 კგ (7-8 ცალი)
ზეთი - 20-30 მლ
მარილი - გემოვნებით
ნიორი - 2-3 თავი

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე.
გარეცხეთ წიწაკა, გაწურეთ და მოათავსეთ ფოლგადაფენილ ღუმელის ფირფიტაზე.
შედგით ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. წიწაკა უნდა შეიწვას იქამდე, სანამ კანი არ გაუშავდება.
შემდეგ გამოიღეთ და მოათავსეთ პაკეტში, მჭიდროდ მოუკარით თავი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
შემდეგ ამოიღეთ პაკეტიდან წიწაკები, მოაცალეთ ფრთხილად კანი, თესლი და ყუნწი. რბილობი მოათავსეთ საწურზე და გააჩერეთ ცოტა ხნით, რათა ზედმეტი წვენი დაიწუროს.
შეგიძლიათ გააჩეროთ მთელი ღამით, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მაცივარში მოთავსება.
შემდეგ გაატარეთ წიწაკის რბილობი ხორცსაკეპში, მსხვილ ბადეზე.
ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ გატარებული წიწაკა და დადგით ქვაბი დაბალ ცეცხზლე. თუშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ მარილი გემოვნებით და გააჩერეთ კიდევ 1 საათი.
მნიშვნელოვანია! მასას ხარშვისას, სულ უნდა ურიოთ, რათა არ მიიწვას.
ბოლოს დადგით კვლავ ქვაბი ცეცხლზე, დაუმატეთ კიდევ ცოტა ზეთი გემოვნებით და პრესში გატარებული ნიორი. კარგად აურიეთ.
აივარი უნდა გამოგივიდეთ სქელი, წიწაკა - კარგად უნდა ჩაითთქოს.
აივარის ეს ვარიანტი დიდ ხანს არ ინახება (რამდენიმე დღე მაცივარში). შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხლად, ასევე ცივად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ტკბილი წიწაკა, sawebeli, tkbili tsitsaka, აივარი, სოუსი, საწებელი, sousebi, tkbili wiwaka, satsebeli, sousi ნანახია: 820 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]