Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი თირკმელი მდოგვის სოუსით

ხბოს თირკმელი – 2 ცალი; მდოგვი – 1 ჩ.კ.; კარაქი ან გამდნარი ქონი – 1 ს.კ.; მწვანილი – 1 ჩ.კ.; ლიმონის წვენი – 1 ჩ.კ.; სოუსისთვის: მარილი, პილპილი – გემოვნებით; კარაქი – 50 გრამი; ღვინო – 1 ღვინის ჭიქა

ხბოს ორი თირკმელი გავასუფთაოთ აპკისგან, კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ
სუფთა ტილოთი. არ გავჭრათ, ისე დავდოთ ტაფაზე გაცხელებულ კარაქში ან გამდნარ ქონში, მაღალ ცეცხლზე.
თირკმელები შევწვათ ორივე მხრიდან ისე, რომ ძალიან არ გაწითლდეს (შეიძლება
შევწვათ აირღუმელშიც), გავაგრძელოთ შეწვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
დავჭრათ ნაჭრებად, დავალაგოთ ლანგარზე და თბილად შევინახოთ, სანამ მზად არ
იქნება სოუსი. სოუზისთვის მოვამზადოთ წინასწარ: 1 ჭიქა ღვინო, 2-3 ჩ.კ. კარაქი, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. წვრილად დაჭრილი მწვანილი. დავასხათ შემწვარ თირკმელს ჯერ მხოლოდ ღვინო, წამოვადუღოთ. დუღილის დროს დავამატოთ მდოგვი, კარაქი, მწვანილი, ლიმონის წვენი, პილპილი, მარილი.
სუფრაზე მივიტანოთ ცხელი, უმჯობესია კარაქში შემწვარ პურის პატარა ნაჭრებთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-02-17, 1:45 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mdogvi, shemcvari, თირკმელი, karaqi, tirkmeli, shemtsvari, shemwvari, sousi, შემწვარი, მდოგვი
ნანახია: 1409 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]