Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საფერავში შემწვარი მწყერი / saferavshi shemtsvari mtskeri
2017-12-19, 3:03 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 მწყერი
200 მლ. ღვინო
200 მლ. ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
4 მწყრის კვერცხი
60 გრ. სოკო
100 გრ. მიწის თხილი
20 გრ. კარაქი
200 გრ. ოხრახუში
200 გრ. ლიმონი
50 გრ. ნიგოზი
10 გრ. ბოლოკი
კალტი

მომზადების წესი:
მოვამზადოთ ოხრახუშის სოუსი: მოვათავსოთ სანაყში ოხრახუში, ერთი კბილი ნიორი, ნიგოზი, მიწის თხილი და გახეხილი კალტი. კარგად დავნაყოთ და დავუმატოთ მარილი გემოვნებით. გადავიტანოთ ცალკე ჯამში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მოვხარშოთ კვერცხი. მოვაცალოთ ცილა და დავტოვოთ მხოლოდ გული.
გავახუროთ ტაფა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვათავსოთ დაჭყლეტილი ნიორი და დავიწყოთ მწყრის შეწვა. პერიოდულად ვამატოთ ღვინო. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, წავუსვათ კარაქი, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.
ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ მთლიანი სოკოები და ერთი კბილი ნიორი.
მოათავსეთ თეფშზე ჯერ სოუსი, შემდგომ კი მწყერი. გვერდით დაუდეთ სოკოს გარნირი. გასაფორმებლად გამოიყენეთ წითელი მოცხარი და თხლად დაჭრილი ბოლოკი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, საფერავი, mtskeri, mwkeri, mwyeri, shemwvari, მწყერი, saferavi, შემწვარი ნანახია: 1023 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]