მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მწყერი ქლიავის საწებლით / mtskeri qliavis satseblit
2017-09-09, 11:55 PM |
შემადგენლობა:
2 მწყერი
400 გრ. ქლიავი
30 გრ. ომბალო
25 გრ. შაშკვლავი
1 მწვანე წიწაკა
5 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი სვანური მარილი
120 მლ. ზეთი
1 სუფრის კოვზი ხმელი ქინძის მარცვლები
მომზადების წესი:
ქლიავი კარგად გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკები და ჩაყარეთ ქვაბში. ქინძის მარცვლები გაახვიეთ მარლაში, კარგად მოუკარით თავი და ძაფმობმული ჩადეთ ქვაბში ქლიავთან ერთად. დაასხით ცოტა წყალი, ისე რომ ქლიავი მთლიანად არ დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ ძალიან კარგად არ დარბილდება. ქინძის მარვლები ამოიღეთ და გადაყარეთ, დუღილის დროს ისინი თავის არომატს მისცემენ ნახარშს.
მწვანილები კარგად გარეცხეთ. წიწაკა და ქინძი დაჭერით წვრილად, ხოლო შაშკვლავს და ომბალოს გააცალეთ ფოთლები. ყველაფერი მოხარშულ ქლიავთან და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ და მარილით შეაზავეთ გემოვნებით. სოუსი მზადაა.
გასუფთავებულ მწყერს წავუსვათ სვანური მარილი და შევწვათ ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან, სანამ არ შეიფერება ოქროსფრად.
მოასხით შემწვარ მწყერს სოუსი და მორთეთ მიკრომწვანილით.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |