Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ფილე შინდის საწებელში / qatmis filme shindis satsebelshi
2017-09-20, 3:44 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ცალი ქათმის ფილე
50 გრ. მწვანე ხახვი
30 გრ. პრასი
1 მწვანე წიწაკა
100 გრ. სულგუნი
4 კბილი ნიორი
1 კვერცხი
6 ჩაის კოვზი მეგრული აჯიკა
700 გრ. შინდი
1 კონა ქინძი
2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო
50 გრ. შებოლილი სულგუნი

მომზადების წესი:
შინდი კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე, რომ ოდნავ დაფაროს. დავუმატოთ ღვინო, დავაფაროთ თავსახური და დავდგათ მაღალ ცეცხლზე. წამოდუღებიდან 5-7 წუთის შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ (გადაწურული ნახარში არ გადაღვაროთ). ვაცადოთ გაგრილება, და გავატაროთ ცხაურში, კურკები გადავყაროთ, გატარებული მასას დავამატოთ ნახარში წვენი ისე, რომ მივიღოთ საწებლის კონსისტენცია. შევკმაზოთ უცხო სუნელით, 2 ჩ.კ მეგრული აჯიკით და ძალიან წვრილად დაჭრილი (ან დაბლენდერებული) ქინძით, მარილი გემოვნებით.
ფილე გავჭრათ შუაში, გავუკეთოთ ჯიბე. ამოვავლოთ აჯიკაში. ცალკე დავჭრათ მწვანილი. შევურიოთ გახეხილი სულგუნი და კვერცხი - ეს ქათმის გულსართია. აჯიკაში ამოვლებულ ქათმის ფილეს წინასწარ გაჭრილ ჯიბეში ჩავუდოთ გულსართი ისე, რომ არ გადმოდიოდეს.
ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე, დავუმატოთ ზეთი და ქათმის ფილე შევწვათ ორივე მხრიდან. როდესაც ფილეს გადმოვაბრუნებთ, ტაფას დავაფაროთ თავსახური, ასე იგი შიგნიდანაც გამოცხვება.
შემწვარი ფილე გადმოვიღოთ და გავაგრილოთ. ჩავდოთ საწებელში. გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, shindi, shindis satsebeli, qatmis file, შინდი, საწებელი, sawebeli, ქათმის ფილე, sacebeli ნანახია: 2263 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]