Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პომიდვრის საწებელი / pomidvris satsebeli
2017-08-21, 1:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
10 კგ. პამიდორი
3 კგ. სტაფილო
1 კგ. ნიორი
2 კგ. ბულგარული წიწაკა
500 გრ. მწარე წიწაკა
გემოვნებით უცხო სუნელი

მომზადების წესი:
პამიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ 2-ად და დავყაროთ ნახვრეტებიან დიდ თასზე. გავაჩეროთ 2 სთ. რომ ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს.
სტაფილო, ნიორი, პამიდორი, გასუფთავებული ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა მოვათავსოთ ქვაბში და სტაფილოს მოხარშვამდე ვადუღოთ.
გაგრილების შემდეგ, მოხარშული ბოსტნეული ნაწილ-ნაწილ გადავიტანოთ ნახვრეტებიან თასზე და გავხეხოთ. გახეხილი მასა მეორედ გავხეხოთ რკინის მავთულიან წვრილ საცერში, რომ პამიდვრისა და წიწაკის მარცვლები მოცილდეს.
მიღებული მასა დავდგათ ცეცხლზე და განახევრებამდე ვხარშოთ.
ბოლოს დავაყაროთ მარილი და უცხო სუნელი გემოვნებით, გავაჩეროთ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ-ცხელივე ჩავასხათ ბოთლებში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: საწებელა, pamidori, satsebela, satsebeli, sawebela, საწებელი, sawebeli, pomidori, sacebeli, sawepela ნანახია: 3166 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]