Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფუნთუშა (სამარხვო) - ინგას რეცეპტით / funtusha (samarkhvo) - ingas receptit
2018-03-24, 3:57 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 კგ. პურის ფქვილი;
1 ჩ.ჭ. შაქარი;
1 ს.კ. მარილი;
3 ს.კ. მშრალი საფუარი;
0.5 ჩ.ჭ. ზეთი;
1 ჩ.ჭ. ქიშმიში;
5 ჩ.ჭ. თბილი წყალი;

მომზადების წესი:
საფუარს დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი, გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში, გადააფარეთ თავზე და დადგით თბილ ადგილას.
შაქარი ჩაყარეთ ზეთში და კარგად აურიეთ. ქიშმიში გადაარჩიეთ და გარეცხეთ.

როდესაც საფუვრიანი მასა გაფუვდება, ჯამში ჩაასხით ოთხი ჩაის ჭიქა თბილი წყალი, ჩაყარეთ რვა ჩაის ჭიქა ფქვილი და ჩაასხით საფუვრიანი წყალი; ჩაუმატეთ შაქრიანი ზეთი, ჩაყარეთ მარილი, ქიშმიში და მოზილეთ ცომი; გადააფარეთ და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.

როცა აფუვდება, კიდევ კარგად ზილეთ. ჟარონას მოუსვით მცირე ოდენობის ზეთი და, როდესაც ცომი მეორედ აფუვდება, ამოიღეთ ფუნთუშების ზომებად, დააწყვეთ ტაფაზე და დადეთ თბილ ადგილას.
როცა ფუნთუშები ზრდას დაიწყებს, თავზე ფრთხილად მოუსვით ზეთი (ბამბით) და შედგით აირღუმელში. როცა ფუნთუშები დაიბრაწება, გამოიღეთ და ფრთხილად დააწყვეთ საცერზე / ფიცარზე / თუშფალანგზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: pomidori, სამარხვო, bostneuli, samarkhvo kerdzi, stafilo, badrijani, სამარხვო კერძი, brinji, samarxvo kerdzi, pamidori ნანახია: 911 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]