მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფრანგული კრუსანი შოკოლადით - ინგას რეცეპტით / franguli kruasani shokoladit - ingas receptit
2018-03-24, 4:33 PM |
შემადგენლობა:
ფქვილი 500 გრ,
კვერცხი 2 ცალი,
საფუარი 8 გრ,
ნაღების კარაქი 180 გრ,
მზესუმზირის ზეთი 20 გრ,
შაქარი 60 გრ
მარილი 5 გრ.
გულსართი: შოკოლადი (ან ნუთელა);
მომზადების წესი:
მზარეულები 150 მილიგრამ თბილ წყალში ხსნიან საფუარს და ცოტა ხანს დგამენ გასაფუებლად.
თუ ნამცხვარი სამარხვოდ არის ჩაფიქრებული, კვერცხს აკლებენ ინგრედიენტებს და ნაღების კარაქს მცენარეული ცხიმით ცვლიან.
ცალკე ჭურჭელში აბნევენ ფქვილს, შუაგულში უკეთებენ ჩაღრმავებას, ახლიან კვერცხს, შაქარს, 30გრ ნაღების კარაქს, საფუარს და ზელენ ცომს, ვიდრე მასა ერთიან, რბილ კონსისტენციამდე მივა.
დარჩენილ ცხიმს ადნობენ და 3 ნაწილად ყოფენ.
მარილსა და ფქვილს ურევენ ერთმანეთში, სამუშაო დაფაზე აბნევენ, ათავსებენ მასზე მომზადებულ ცომს და მართკუთხედად გაჰყავთ; ზედაპირზე უსვამენ კარაქის 2/3-ს კიდეებამდე 3 სმ დიამეტრზე, გამზადებულ მასალას სამფენა მართკუთხედად კეცავენ და კუთხეებს აფიქსირებენ ხელით, რომ ცხიმი არ გადმოიჟღენთოს. ცომი კვლავ მართკუთხედად გაჰყავთ, ათავსებენ პერგამენტის ქაღალდზე, ზემოდან კიდევ ერთ ასეთ ფურცელს აფარებენ, შუაზე კეცავენ, აფარებენ ტილოს და მაცივარში დებენ ნახევარი საათით.
ამ პროცედურას იმეორებენ 2 ჯერ, დარჩენილი კარაქის 2 წილისთვის. შემდეგ კიდე 3 ჯერ, კარაქის გარეშე: აბრტყელებენ, კეცავენ, აბრტყელებენ, აფარებენ პერგამენტს, კეცავენ, აფარებენ ტილოს და დბენ მაცივარში ნახევარი საათით.
საბოლოოდ, გამზადებული ცომი გაჰყავთ მართკუთხედად (52X30 სმ) აფარებენ ტილოს, აცდიან 10 წუთს, შემდეგ შუაზე ჭრიან (ჰორიზონტალურად), თითოეულ ფირფიტას კი სამკუთხედებად (სულ 8-8 სამკუთხედი უნდა გამოვიდეს).
ყოველ სამკუთხედს შუაგულში ურთავენ დამდნარ შოკოლადს ან შოკოლადის კარაქს (ნუთელა), კრუასანებად ახვევენ, ალაგებენ თუნუქის ფურცელზე, ახალმთვარისებრ ფორმას აძლევენ, ზემოდან უსვამენ კვერცხის გულს, ტოვებენ ამ მდგომარეობაში 40 წუთს, ღუმელსა ან კარადაში, სადაც დაგუბებული ჰაერია, შემდეგ ღუმელს აცხელებენ 220 C ტემპერატურაზე და აცხობენ ფრანგულ კრუასანებს 15-20 წუთის განმავლობაში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |