Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩირით მომზადებული სამარხვო ბორში / chirit momzadebuli samarkhvo borshi
2018-03-15, 7:16 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ლიტრი წყალი
1 ცალი ჭარხალი
1 ცალი ხახვი
1 ცალი სტაფილო
3-4 ცალი კარტოფილი
300 გრამი კომბოსტო
8 ცალი ჩირი
1 ჭიქა ტომატის წვენი
1 კბილი ნიორი
1 ჩ/კ შაქარი
მცენარეული ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ახალი მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ჩირი კარგად გარეცხეთ, კარტოფილი გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით, ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ, ხახვი წვრილად დაჭერით, კომბოსტო კი ფურცლებად გაყავით.
2. ქვაბში წყალი ჩაასხით, დაუმატეთ კარტოფილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და საშუალო დონის ცეცხლზე ხარშეთ. ტაფაში მცენარეული ზეთი ჩაასხით და მასში ხახვი შეწვით. დაუმატეთ სტაფილო და ჭარხალი და 2-3 წუთი ამზადეთ.
3. ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი და შაქარი. მოასხით ტომატის წვენი, კარგად აურიეთ და 3-4 წუთი თუშეთ. როგორც კი კარტოფილი მომზადდება, ქვაბში ჩაამატეთ კომბოსტო, ჩირი დაშემწვარი ბოსტნეული.
4. ბორში 10-15 წუთი ხარშეთ. წვრილად დაჭრილი ნიორი ჩაამატეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ბორში ცეცხლიდან გადმოდგით და 15 წუთი დააცადეთ. მიირთვით ახალ მწვანილთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ბორში, სამარხვო კერძი, სამარხო კერძი, borshi, samarkhvo kerdzi, samarxvo kerdzi, samarkho kerdzi, ბორშჩი, samarxo kerdzi, borshchi ნანახია: 960 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]