Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულის რაგუ (სამარხვო) / bostneulis ragu (samarkhvo)
2014-09-05, 7:31 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრ კომბოსტო
500 გრ ყაბაყი
3 ცალი ბულგარული
2 ცალი სტაფილო
500 გრ პამიდორი (ან ტომატ-პასტა)
2 ცალი ხახვი
2 კბილი ნიორი
მარილი წიწაკა და მწვანილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
დავჭრათ ხახვი, კომბოსტო, გავხეხოთ სტაფილო. ყაბაყი და პამიდორი დავჭრათ კუბიკებად, წიწაკა გრძლად.
მოთუშეთ ხახვი და სტაფილო და კომბოსტო ფართო ტაფაზე, ან განიერ ქვაბში. შემდეგ დააყარეთ დაჭრილი ყაბაყი, დაუწიეთ ცეცხლს და მოთუშეთ დაახლოებით 20-25 წუთი.
დაამატეთ კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი (ან ტომატ პასტა + ცოტა წყალი) და განაგრძეთ მოთუშვა სანამ ბოსტნეული არ მომზადდება.გადმოიღეთ ცეცხლიდან.
შეაზავეთ მარილით და წიწაკით, დააყარეთ დაჭრილი მწვანილები და ნიორი.

შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ბოსტნეული გსურთ: კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბადრიჯანი და ა.შ.
როცა მარხვა არ არის შეგიძლიათ ხორცის დამატება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxo kerdzebi, samarxo kerdzi, samarxvo kerdzi, samarkhvo kerdzebi, სამარხო კერძი, სამარხვო კერძი, samarkho kerd, სამარხვო კერძები, სამარხო კერძები ნანახია: 1694 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]