Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ტოლმა ხის ან ქამა სოკოთი / samarkhvo tolma khis an qama sokoti
2014-09-03, 5:06 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
• 30 ცალი ვაზის ფოთოლი;
• 200 გრ ხის ან ქამა სოკო;
• 3 თავი ხახვი;
• 2 კბილი ნიორი;
• 200 მლ ნახევრადმოხარშული ბრინჯი;
• მარილი;
• წიწაკა;
• 1/3 ჩ/კ ძირა;
• 4 ს/კ ზეთი;
• 120 ნიახური;
• 5 ცალი სტაფილი;
• 30 გრ კამა;
• 2 ს/კ პომიდვრის პასტა;
• 3 ს/კ აჯიკა;
• 1ჩ/კ შაქარი;

მომზადების წესი:
1. გაცხელებულ ზეთში შევბრაწოთ 1 დიდი თავი მსხვილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი და მოხარშული სოკო კიდევ 5 წთ ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე სახურავის გარეშე, თან ვურიოთ;
2. წამოვადუღოთ 400 მლ წყალი, ჩავყაროთ ბრინჯი მივიყვანოთ ადურებამდე. კარგად დავახუროთ სახურავი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 12 წთ. რომ მოიხარშება გადავწუროთ წყალი არ გადაავლოთ.
3. მოხარშული ბრინჯის 2/3 და სოკოს გულსართი ავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ სანელები და მარილი და კარგად ავურიოთ;
4. სამარხვო ტოლმა სოკოთი
5. ვაზის ფოთლის შიდა მხარეს 1 ს/კ -ით დავუმატოთ გულსართი და ფრთხილად გადავახვიოთ და გადავკეცოთ. ამ მასალისგან გამოდის დაახლოვებით 25 ცალი ტოლმა;
6. გარნირის მომზადება: ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი(დაბალ ცეცხლზე), ხახვი გავასუფთაოთ და წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ტაფაში. სტაფილო გავხეხოთ და დავადოთ ზემოდან ხახვს. დავჭრათ ნიახური და მოვაყაროთ სტაფილოს ზემოდან. დავხუროთ მჭიდროს სახურავი და ვშუშოთ 5 წთ-ით.
7. ამ მასას დავამატოთ წვრილად დაჭრილი ვაზის ფოთოლი, კამა და ავურიოთ. შიგ და შიგ ცეცხლი გავუთიშოთ ხოლმე. ამ მასის ზემოდან მოვათავსოთ დარჩენილი ბრინჯი. ბრინჯზე შემოვაწყოთ ფენებად ტოლმა;
8. 500 მლ ცივ ანადურარ წყალშ გავურიოთ ტომატის პასტა, აჯიკა, სუნელები, შაქარი და მარილი გემოვნებით. ეს მასა დავასხათ ტოლმას ზემოდან.
9. დავხუროთ ეს ღრმა ჯამი საფარებლით და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე წამოდუღებიდან 15 წთ-ის შემდეგ გადმოვდგათ.
10. გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxo kerdzebi, samarxo kerdzi, samarxvo kerdzi, samarkhvo kerdzebi, სამარხო კერძი, სამარხვო კერძი, samarkho kerd, სამარხვო კერძები, სამარხო კერძები ნანახია: 1963 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]