მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სამარხვო თაფლა-კვერი / samarxvo tafla-kveri
2013-03-22, 1:57 PM |
შემადგენლობა:
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა წყალი
2 ს.კ. თაფლი
1 ჩ.კ. სოდა
2 ს.კ. კაკაო
0, 5 ჭიქა ქისმიში
0, 5 ჭიქა დაფქული ნიგოზი
0, 5 ჭიქა ზეთი
1, 5-2 ჭიქა ფქვილი
დარიჩინი – გემოვნებით
ნუში – მოსართავად.
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი და ზეთი, დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ. დავუმატოთ თაფლი. მოვურიოთ, რომ შაქარი და თაფლი კარგად გადნეს. თაფლიან მასას დავაყაროთ ერთმანეთში არეული დარიჩინი და კაკაო, ნიგოზი, ქიშმიში და სოდაარეული ფქვილი. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ 30-35 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე. მზა ნამცხვარს ზემოდან მოვაყაროთ დათლილი ნუში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |