Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Rizoto gogrit / რიზოტო გოგრით - იტალიური კერძი
2013-03-22, 2:05 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გ გასუფთავებული გოგრა;
125 გ ბრინჯი;
500 მლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი;
100 გ. მშრალი თეთრი ღვინო;
1/2 ჭიქა გახეხილი პარმეზანი ( ან გორგონძოლა ან როკფორი);
1 პატარა ზომის მწარე წიწაკა;
1 საშუალო ზომის ხახვი;
50 გ. კარაქი;
ახლადდაფქული შავი პილპილი; მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხახვი გაფრცქვენით და დაჭერით წვრილ კუბიკებად. წიწაკა შუაზე გაჭერით, მოაშორეთ თესლები და დაჭერით ნახევარ რგოლებად. გოგრა დაჭერით პატარა კუბიკებად.

ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ ხახვი და წიწაკა დაბალ ცეცხლზე 5-7 წთ. დაამატეთ გოგრა და მოამზადეთ კიდევ 5 წთ. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და გამუდმებით აურიეთ, 5 წთ-ის შემდეგ დაასხით ღვინო და მოამზადეთ ღვინის ამოშრობამდე. ცეცხლს დაუწიეთ.

დაადგით ცეცხლზე ქვაბი ბულიონით, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუწიეთ ცეცხლს. ბულიონის ნახევარი დაასხით ბრინჯიან მასას და კარგად აურიეთ, სანამ ბულიონი არ ამოშრება, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი მეორე ნახევარი, მოხარშეთ რიზოტო 10-15 წთ. ბულიონი შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ ბრინჯის სახეობიდან გამომდინარე, ბრინჯის მომზადების შემდეგ დაამატეთ მარილი და პილპილი. გადადგით ცეცხლიდან დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წთ.

გაანაწილეთ რიზოტო თეფშებზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxo kerdzi, samarxo kerdzebi, სამარხო კერძები, სამარხვო კერძები, samarkho kerd, სამარხო კერძი, სამარხვო კერძი, samarkhvo kerdzebi, samarxvo kerdzi ნანახია: 1478 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]