Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ორცხობილა / samarkhvo orckhobila
2014-09-05, 7:53 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 მლ წყალი (წვენი, ან ჩაი...)
70 მლ ზეთი
350-400 გრ ფქვილი
0,5 ჩ/კ სოდა
მწიკვი მარილი

დამატებით:
ვანილის საქარი
ნიგოზი
რეჰანი, პიტნა ან სხვა მშრალი ბალახი
ჩირი (სხვადასხვა ხილის)

მომზადების წესი:
ავურიოთ წყალი ზეთში. ფქვილი, სოდა და მარილი შევურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ ამას ზეთიანი წყალი.
მოვზილოთ ცომი და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათით.
შემდეგ გამოვიღოთ ცომი , გავაბრტყელოთ2-4 მმ სისქეზე და ამოვჭრათ რგოლები.
შეგიძლიათ ამოჭრათ რომბებიც, სამკუთხედებიც...
ტკბილი ორცხობილისთვის, შეგვიძლია უბრალოდ შაქარი მოვაყაროთ ფიგურებს ყველა მხრიდან.
დამატებითად დავუმატოთ მშრალი ხილი (ჩირი),
ან ნიგოზი დავჭრათ წვრილად , თხილი და ნუში გავატაროთ ბლენდერში და ეს მასა შაქართან არეული მოვაყაროთ ფიგურებს.
მარილიანი ვარიანტისთვის გამოვიყენოთ მეტი მარილი ცომი და ზემოდან რეჰანი და ცოტაოდენი მარილი. გამოდის ძალიან გემრიელი კრეკერები.
გადაიტანეთ ორცხობილა ჟარონაზე, ჩანგლით დაჩხვლიტეთ ფიგურები, გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-25 წთ შეწითლებამდე.
თუ ვაცხობთ 15 წუთს გამოდის უფრო რბილი ორცხობილა.
თუ დავტოვებთ 25 წუთამდე გამოდის ხრაშუნა ორცხობილა (ეს ვარიანტი კარგია კრეკერებისთვის).
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxo kerdzebi, samarxo kerdzi, samarxvo kerdzi, samarkhvo kerdzebi, სამარხვო კერძი, სამარხო კერძი, samarkho kerd, სამარხვო კერძები, სამარხო კერძები ნანახია: 1542 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]