Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ტკბილი ფლავი ხილის ჩირით / samarkhvo tkbili flavi khilis chirit
2014-09-03, 5:32 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრ. გრძელი ბრინჯი
300 გრ. ზეთი
1 ლავაში
100 გრ. გარგარის ჩირი
150 გრ. შავი ქლიავის ჩირი
200 გრ. ქიშმიში
80 გრ შაქარი
ვანილი
მარილი

მომზადების წესი:
ბრინჯი ჩაყარეთ მარილწყალში, 20 წუთის შემდეგ გადაწურეთ.
აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი გემოვნებით და ბრინჯი. ადუღეთ 5-7 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ბრინჯი აფანტეთ საწურით.

მცირე ზომის ქვაბში გააცხელეთ 100 გრამი მცენარეული ცხიმი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნახევარი ლავაში და შებრაწეთ. დარჩენილ ნახევარს წაუსვით ცხიმი, ჩააფინეთ ახალი ქვაბის ძირში, მოაყარეთ ბრინჯის ერთი ფენა, შემდეგ შებრაწული ლავაშის ნაჭრები, ასე ფენა-ფენა მოათავსეთ ბრინჯი და ლავაშის ნაჭრები.

ქვაბს დაახურეთ ხუფი და დადგით ნელ ცეცხლზე. დროდადრო მოხადეთ ხუფი, გაამშრალეთ და ისევ დაახურეთ.
150 გრამი ცხიმი გააცხელეთ, ჩაყარეთ გაგრისა და ქლიავის ჩირი (დაჭრილი), ქიშმიში და წამოადუღეთ. მეტი სიტკბოებისთვის შეგიძლიათ ჩაამატოთ შაქარი.
ბრინჯს მოაყარეთ ჩირი, ვანილი და მოასხით მისი ნახარში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxo kerdzebi, samarxo kerdzi, samarxvo kerdzi, samarkhvo kerdzebi, სამარხვო კერძი, სამარხო კერძი, samarkho kerd, სამარხვო კერძები, სამარხო კერძები ნანახია: 1867 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]