მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სამარხვო ტოლმა სოკოთი - ინგას რეცეპტით / samarkhvo tolma sokoti - ingas receptit
2018-03-24, 4:40 PM |
შემადგენლობა:
1 ცალი ხახვი;
1 სტაფილო;
5 ცალი ზეთისხილი;
0,5 ჭიქა ბრინჯი
30 ცალი ვაზის ფოთოლი
300 გრ სოკო
ზეთი
მარილი, წიწაკა
მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ წყალში, გადავწუროთ. ვაზის ფოთლები 1 წუთით მოვათავსოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ.
ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. შემდეგ ხახვს დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და განვაგრძოთ შუშვა.
სოკო წამოვადუღოთ, გადავწუროთ, წვრილად დავჭრათ და დავუმატოთ ხახვსა და სტაფილოს.
როცა სოკოც მოიშუშება, შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ზეთისხილი და მოხარშული ბრინჯი.
შევანელოთ მარილითა და წიწაკით. გულსართი შევაგრილოთ და გავახვიოთ ვაზის ფოთლებში.
ქვაბის ძირში მოვათავსოთ ემალის თეფში ან ჯამი. ზედ დავაწყოთ ტოლმები და დავასხათ იმდენი წყალი, რომ თეფშს მოადგეს.
დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. ვხარშოთ, სანამ ვაზის ფოთოლი არ დარბილდება.
ტოლმა მივირთვათ სამარხვო მაიონეზთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |