Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო პიცა მარტივად - ინგას რეცეპტით / samarkhvo pica martivad - ingas receptit
2018-03-24, 3:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისათვის:
300 გ ფქვილი
0.5 ჩ.კ. მარილი
10 გ საფუარი (დროჟი)
125 მლ. თბილი წყალი
1 მ.კ. ზეითუნის ზეთი
გამხმარი ბაზილიკი

გულისათვის ("ნაჩინკა"):
2 წითელი ხახვი
3-4 პომიდორი
ტომატ-პასტა
0.5 ჩ.კ. კურკუმი
1 ჩ.კ. გამხმარი ოხრახუში
სოიოს მაიონეზი
0.3 ჩ.კ. შავი წიწაკა ("პილპილი")
ნედლი ბაზილიკი

მომზადების წესი:
1. ცომი ძალიან ადვილად მზადდება, უბრალოდ უნდა შევურიოთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი შემდეგ დავამატოთ ცოტაოდენი თბილი წყალი და ფქვილი და მოვზილოთ.

2. მზა ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი ფორმა და წავუსვათ ზეითუნის ზეთი.

3. შემდეგ ცომი ვატრიალოთ წერეზე და გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე.

4. წავუსვათ ცომს ტომატ-პასტა.

5. ზემოდან ლამაზად დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი ხახვი, შემდეგ კი პომიდორი.

6. წავუსვათ სოიოს მაიონეზი.

7. ავურიოთ კურკუმი, ოხრახუში და წიწაკა და მოვაყაროთ "პიცას" ზევიდან.

8. შევდოთ პიცა გახურებულ ღუმელში 10-20 წუთით. როდესაც პიცა მზად იქნება მოვრთოთ ნედლი ბაზილიკით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: maionezi, samarxvo kerdzi, სამარხვო კერძი, fqvili, pizza, kurkumi, samarxvo pica, samarkhvo kerdzi, samarkhvo pica ნანახია: 904 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]