Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ სამარხვო სოკოს შილაფლავი - ინგას რეცეპტით / rogor movamzadot samarkhvo sokos shilaflavi - ingas receptit
2018-03-24, 3:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მრგვალი ბრინჯი 200 გრ.
ხახვი 200 გრ.
ნიორი 20 გრ.
ძირა 1,5 ჩ.კ.
ზაფრანა 1 ჩ.კ.
თეთრი მშრალი ღვინო 50 მლლ.
ზეთი 100 მლ.გრ.
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
სოკო უნდა გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ხახვი წვრილად დავკეპოთ. ბრინჯი სასურველია გავრეცხოთ.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ოდნავ გავაცხელოთ და ჩავყაროთ ხახვი. ხახვი უნდა გახდეს გამჭვირვალე ფერის. შემდეგ დავუმატოთ ზაფრანა, გახეხილი ნიორი და წვრილად დაკუწული სოკო და ვშუშოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ გადაწურული ბრინჯი და ვშუშოთ 2 წუთს.

ბრინჯს და სხვა იგრედიენტებს დავასხათ 400-500 მილილიტრი გადადუღებული წყალი და ვადუღოთ ბრინჯის მომზადებამდე.

სოკოს შილაფლავი არ უნდა იყოს ძალიან თხელი, არც ზედმეტად სქელი. შილაფლავის სისქე შეგიძლიათ არეგულიროთ გადადუღებული წყლით.
ბოლოს დაამატეთ ძირა, შავი დაფქვილი პილპილი და მარილი გემოვნებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Plavi, სამარხვო კერძი, samarxvo kerdzi, qama soko, shilaplavi, samarkhvo kerdzi, სოკოს შილაფლავი, sokos shilaflavi, flavi, samarxvo shilaflavi ნანახია: 1445 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]