Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზის ლაბა ანუ ხალადეცი / tevzis laba anu khaladeci
2020-01-05, 6:29 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საირა - 500 გრ
სტაფილო - 70 გრ
ნიახურის ძირები - 50 გრ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში - 2-3 ღერი
ჟელატინი - 15 გრ
წყალი - 1.5 ლ
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
1. საირას გარდა, შეგიძლიათ ნებისმიერი თევზი გამოიყენოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. უბრალოდ, საირათი ბევრად ნოყიერი და არომატული გამოდის.
კარგად გარეცხეთ თევზი გამდინარე წყალში. გამოშიგნეთ და გაასუფთავეთ ფხებისა და ძვლებისგან. დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
2. სტაფილო დაჭერით კუბიკებად ან მრგვლად, ხახვი კი შუაზე გაჭერით.
3. დაჭრილი ბოსტნეული და ნიორი მოათავსეთ ტაფაში, დააყარეთ მარილი, შავი პილპილი და სუნელები, გემოვნებით, დაასხით წყალი და თუშეთ 20 წუთის განმავლობაში. ბოსტნეულის ბულიონში ჩაყარეთ თევზი და ხარშეთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში.
4. ამავე დროს დაასხით წყალი ჟელატინს (100 მლ 15 გრამ ჟელატინზე), გადაურიეთ და დატოვეთ 15 წუთი.
5. საცერში გადაწურეთ თევზის ბულიონი და ჩაუშვით მასში ჟელატინი, ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
6. მოხარშულ თევზს გააცალეთ დარჩენილი ფხები და ძვლები, მოათავსეთ ჭურჭელში, დაამატეთ მოხარშული სტაფილო და ცოცხალი ოხრახუში. დაასხით მომზადებული ბულიონი და შედგით მაცივარში 5-7 საათით გასაცივებლად. თევზის ლაბა მზადაა!
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: khaladec, როგორ მოვამზადო, samarxvo kerdzi, საირა, samarxvo, xaladec, tevzeuli, თევზი, rogor movamzadot, თევზეული, samarkhvo, თევზის ლაბა, სტაფილო, ლაბა, xaladeci, stafilo, სამარხვო კერძი, khaladeci, tevzis laba, samarkhvo kerdzi, saira, samarxvo kerdzebi, ხალადეცი, სამარხვო, Tevzi ნანახია: 1798 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]