Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლის შარლოტა კვერცხის გარეშე - სამარხვო / vashlis sharlota kverckhis gareshe - samarkhvo
2017-08-23, 10:55 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ცალი ვაშლი
1.75 ჭიქა ფქვილი
0.75 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
6 ს/კ მზესუმზირის ზეთი
2 ს/კ წყალი
1 ჩ/კ სოდა
2 ს/კ მანი
100 გრამი ბერძნული კაკაკლი
მწიკვი მარილი
შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადების წესი:
ჯამში ფორთოხლის წვენი და მზესუმზირის ზეთი ჩაასხით, დაუმატეთ შაქარი და მარილი. კარგად აურიეთ. ჩაამატეთ გაცრილი ფქვილი და წვრილად დაჭრილი 50 გრამი ბერძნული კაკალი. კვლავ კარგად აურიეთ.
სოდა გახსენით წყალში და ცომს ჩაუმატეთ. აურიეთ. ვაშლის რბილი ნაწილი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, დარჩენილი კაკალი კი გახეხეთ. დაუმატეთ ვაშლს.
საცხობ ფორმას ზეთი დაასხით და მანის მარცვლები მოაყარეთ. დააწყვეთ ვაშლისა და კაკლის მასა, მათ ზემოთ კი ცომი მოათავსეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე 50-60 წუთის განმავლობაში. გასაცივებლად ღუმელშივე დატოვეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო, ვაშლი, samarxvo, სამარხო, samarxvo kerdzi, samarkhvo, შარლოტა, samarkhvo kerdzi, vashli, sharlota ნანახია: 1223 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]